როგორც იცით, საქართველო-პორტუგალიის ტრანსილაციის დროს, უხეში შეცდომის გამო, სანდრო ცნობილაძე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან დაითხოვა.
ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ქართველ კომენტატორს სოლიდარობას უცხადებენ, როგორც სოციალურ ქსელში, ასევე მის გარეთაც.
დღეს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, “სხვა შუა დღე”-ში, დიმიტრი ობოლაძემ სანდრო ცნობილაძეს მხარი დაუჭირა.
“1996 წლიდან მიჰყავს ამ კაცს რეპორტაჟები. ეს არის პირველი მისი უხეში შეცდომა, თუმცა ძალიან უხეში და ეგეთი რაღაც არ მომხდარა. საკუთარი ნაკრები აერია. მე მიზეზებზე ლაპარაკს არ დავიწყებ, მითუმეტეს, რომ თავად ვერ ასახელებს. რა თქმა უნდა, არის სანქციები და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ასე ხელაღებით გაშვება, ნიშნავს იმას, რომ არხმა თავისი ადამიანი არ დაიცვა. უნდა მიეცა დისკვალიფიკაცია რამდენიმე თვით, თუნდაც ხელფასის დაკლება, ბევრი რაღაც არსებობს, მითუმეტეს სტაჟის და დამსახურების გათვალისწინებით. თან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კომენტატორია! პირდაპირ გეტყვით, ჩემზე უკეთესიც, ამას ვაღიარებ და ვამბობ,”-ამბობს ობოლაძე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.