რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში, ქართველმა ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ჭდე: ოლიმპიადა
ლაშა შავდათუაშვილი: “ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვება დიდი წარმატებაა!”
რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“2012 წელს ლონდონში გამარჯვების შემდეგ წონა შევიცვალე. კონკრეტულად, 66-დან 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადავედი და შეგუება ძალიან გამიჭირდა. თავდაუზოგავად ვშრომობდი და მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამიფასდა. რა თქმა უნდა, ჩემპიონობაზე ვფიქრობდი, მაგრამ ვფიქრობ, ბრინჯაოს მედალიც მშვენიერი შედეგია. ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვება დიდი წარმატებაა. მიხარია, რომ საქართველოს პირველი მედალი ამ უმნიშვნელოვანეს დღეს – 8 აგვისტოს მოვუტანე. თან გზად რუსი მეტოქეც დავამარცხე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ შედეგის მიღწევაში დამეხმარა” – განაცხადა 24 წლის გმირმა!
ლაშა შავდათუაშვილმა კუბელი ძიუდოისტი დაამარცხა (ვიდეო)
8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოში, 73 კგ. კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა თავის პირველ შეხვედრაში კუბელი ძიუდოისტი, ესტრადა დაამარცხა.
ნინო სალუქვაძე: “ჩემმა შვილმა ლიცენზიის მოპოვებით საგმირო საქმე გააკეთა”
სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება რიოს რიგით 31-ე ოლიმპიადის დაწყებამდე. ჩვენი ქვეყანა 39 სპორტსმენით წარსდგება აღნიშნულ ღონისძიებაზე. ერთ-ერთი იმათგან, ვისზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, ტყვიის მსროლელი, ძალიან გამოცდილი ნინო სალუქვაძეა. საგულისხმოა, რომ რიოში დედასთან ერთად მისი ვაჟი, ცოტნე გოგრიჭიანიც მიემგზავრება, რომელიც სპორტის ზუსტად იგივე სახეობაში იასპარეზებს. ეს უპრეცედენტო ფაქტია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა სალუქვაძეს და მასთან საკმაოდ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
– უკვე 47 წლის ხართ, რაც ნებისმიერი სპორტსმენისთვის ნამდვილად აღარაა პატარა ასაკი. თქვენი აზრით, ახლაგაზრდობასთან შედარებით, ამ ოლიმპიურ თამაშებზე რაიმე მხრივ შეგიშლით ხელს წლოვანება წარმატების მიღწევაში?
– მარტივად გეტყვით, სპორტის ეს სახეობა სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ასაკს, ფაქტობრივად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შესაბამისად, თუ რამე სხვა – ჯანმრთელობა ან ეკიპირების ტექნიკური მაჩვენებლები – არ გიშლის ხელს, ე.ი., ჩვეულებრივად შეძლებ ასპარეზობას ნებისმიერ ტურნირზე.
– თქვენი საუკეთესო შედეგი მაშინ, როცა დამოუკიდებელ საქართველოს წარმოადგენდით, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე, 10 მეტრზე სროლაში, ბრინჯაოს მედალია… როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ ამ მიღწევის გაუმჯობესება რიოში? თქვენი აზრით, რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი (ფაქტორები) ვერცხლის ან ოქროს მედლის მოგებაში?
– მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მე ყოველთვის საქართველოს წარმოვადგენდი და 1988 წელს საბჭოთა კავშირის დროს მოპოვებული ვერცხლისა და ოქროს მედლებიც ჩემი ქვეყნის სახელზეა და არა სხვა რომელიმესი.
– გარდა იმ ოლიმპიადებისა, სადაც მიაღწიეთ წარმატებას, სხვა რომელი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რომელში იყავით ძალიან ახლოს თუნდაც ბრინჯაოს მედალთან და ვერ მიაღწიეთ წარმატებას?
– ატლანტის ფინალში მეორე შედეგით შევედი, მესამე ადგილოსანს ძალიან დიდი სხვაობით ვუსწრებდი. მაგრამ იქ პირველად იქნა გამოყეებული კომპიუტერული სისტემა… რაღაც მოხდა… აურია კომპიუტერმა… სანამ ეს ჩვენ გავიგეთ და გავაცნობიერეთ, მანამდე ფინალი დამთავრდა. საბოლოოდ, მედლის გარეშე დავრჩი.
– ანუ, ფაქტობრივად, მოგებული ვერცხლი წაგართვათ კომპიუტერმა?
– კი, ზუსტად ეგრე იყო.
– თქვენს ვაჟზე, ცოტნეზეც გკითხავთ. დედა-შვილი ოლიმპიადაზე, ეს მართლაც საამაყო რამაა, პირველ რიგში ოჯახისთვის, შემდეგ სრულიად საქართველოსთვის. როგორ ფიქრობთ, შეუძლია მას ნებისმიერი სინჯის მედლისთვის იბრძოლოს?
– ცოტნემ წელს მართლაც საგმირო საქმე გააკეთა ამ ლიცენზიის მოპოვებით. ვნახოთ, მომავალში როგორ გაიზრდება მისი შედეგები. ვიმედოვნებ, ის წარმატებას მიაღწევს.
– ყველაზე მეტად რითი გგავთ თქვენი ვაჟი? არის ის ისეთივე მონდომებული და შემართული, როგორც თქვენ?
– ხასიათით ნამდვილად მგავს, მაგრამ ის ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადია და უფრო მეტად თამამი, ვიდრე მე. ერთს აღვნიშნავ, მას ისეთი პირობები რომ ჰქონდეს, როგორიც მე მქონდა, გაცილებით მეტს მიაღწევდა!
– ზოგადად, ნაკრების შანსებზე რას გვეტყვით? 2012 წელს მხოლოდ ერთი ოქრო მოვიპოვეთ… თქვენი პროგნოზი რა არის, დაახლოებით რამდენი ოქროს მედლის მოგება შეგვიძლია რიოში?
– ჯერ გადავხტეთ და მერე ვაკეთოთ პროგნოზები. იმედია, უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.
– ბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ იმ ეროვნულ ფორმებზე, რომლებიც “სამოსელი პირველმა” შეგიკერათ. ამ ტანისამოსს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ბევრი ამბობდა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოსთან, ბევრი ირონიულადაც კი საუბრობდა. თქვენი შეფასება როგორია ამ ფორმებზე?
– სამოსი შექმნილია ეროვნული ორნამენტების გამოყენებით; მორგებულია ყველანაირი კონფიგურაციის ადამიანზე; გათვალისწინებულია დროშის ფერებიც; ის კლიმატური პირობებიც კი, რაც რიოში დაგვხვდება! ყველაზე მთავარი ისაა, რომ ოცდაცხრამეტივე სპორტსმენს ჰკითხეს და ყველა კმაყოფილია ამ ტანსაცმლით. ის ყველას უხდება.
– ანუ მოგწონთ აღნიშნული ტანისამოსი?
– სამოსის სამი ვარიანტი გვაქვს. იქ, ადგილზევე გადაწყდება, რომელი უნდა ჩავიცვათ. ის ფაქტორი, რომლის მიხედვითაც ავარჩევთ ტანსაცმელს, მხოლოდ ამინდია. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ბრაზილიაში ახლა ზამთარია. ღამით 14-16 გრადუსია და ცერემონიალი გვიან, ორ-სამ საათზე დასრულდება.
მართალი გითხრათ, ამხელა ყურადღების გამახვილება ნამდვილად არ ღირს ამ საკითხზე. ჩვენ, სპორტსმენებს სხვა, გაცილებით საპასუხისმგებლო საქმე გვაქვს გასაკეთებელი.
უბრალოდ, იმას გეტყვით, რომ მე პირადად კლასიკური სამოსის მომხრე ვიყავი, მაგრამ სპორტსმენთა უმრავლესობით, ნაციონალური სტილის ჩასაცმელი გადაწყდა.
ბრაზილიას ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ვარსკვლავი ვერ დაეხმარება
2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრაზილიის ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს “ბაიერნის” შემტევი, დუგლას კოშტა, რომელმაც ბარძაყი დაიზიანა.
გადაწყვეტილება მისი გერმანიაში დაბრუნების შესახებ “ბაიერნის” დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ მიიღო – “ძალიან ვნანობ ამას.
ყველას გვინდოდა, რომ დუგლასს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ ფეხბურთელის ჯანმრთელობა ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია. ”
ბრაზილიელები პირველ მატჩს 4 აგვისტოს, “ესტადიო ნასიონალ მანე გარინჩაზე” ჩაატარებენ. მათი მეტოქე სამხრეთ აფრიკის ნაკრები იქნება.
რომელი სტადიონი უმასპინძლებს ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ფინალს?
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ფინალს რიოს დიდებული სტადიონი – “მარაკანა” უმასპინძლებს.
აღნიშნულ სტადიონზე ასევე გაიმართება ჯგუფური ეტაპის მატჩებიც, აღნიშნული ღონისძიება კი სტარტს 14 აპრილს აიღებს. საფეხბურთო ფინალი კი 19 აგვისტოს არის დაგეგმილი.
კაცთა ფეხბურთის ტურნირში ბრაზილიასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს: არგენტინის, დანიის, გერმანიის, პორტუგალიის, შვედეთის, ფიჯის, ჰონდურასის, მექსიკის, ალჟირის, ნიგერიის, სამხრეთ აფრიკი, ირანის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრებები.
ბრაიანტს 2016 წლის ოლიმპიადაზე თამაში სურს
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემტევმა უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა.
„რიო-დე-ჟანეიროში ვითამაშებდი. ჩემთვის აშშ-ს ნაკრებში გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან თამაში და ოლიმპიური ატმოსფეროს გრძნობა კარგი იქნებოდა.
მგონია, გუნდს ჩემი ლიდერის თვისებები და დაცვაში თამაშის უნარი გამოადგება. თავს კვლავ ჩინებულად ვიცავ“, – ციტირებს ბრაიანტს АР-ი.
ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშების ფინალური მატჩის შემდეგ ორ დღეში კობის 38 წელი შეუსრულდება.
ქართველების მოულოდნელი მარცხი თურქებთან
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბოლო დღეს ქართველი კალათბურთელები თურქეთის ნაკრებს შეხვდნენ. როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა გუნდები, მეტოქეს მხოლოდ მეშვიდე ადგილის დაკავებისთვის შეხვდნენ.
პირველი გოგონების შეხვედრა შედგა, რომელიც თურქეთის სოლიდური გამარჯვებით, 72:40 დასრულდა.
რაც შეეხება ვაჟთა შეხვედრას, აქ მარცხი, თუნდაც პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, მოულოდნელი იყო – ქართველებმა 63:71 წააგეს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის სტარტზე ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა მეტოქე 39 ქულით გაანადგურა.
აქედან გამომდინარე, ჩვენმა ორივე საკალათბურთო ნაკრებმა საშინაო ფესტივალზე ბოლო ადგილი დაიკავა.
ოლიმპიადა ცეცხლის გარეშე (ვიდეო, ფოტო)
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, თუმცა ცერემონიას ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია. ფოირვერკის გაშვების დროს აღმოსავლეთ ტრიბუნაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ცეცხლი მალევე ჩააქრეს. სათქმელია, რომ სტადიონის ამ მხარეს მაყურებელთა დასწრება არ იყო დაშვებული. ასე რომ, არავინ დაშავებულა.
კიდევ ერთი ლაფსუსი ცერემონიალის კულმინაციის დროს მოხდა. ბოლო მეჩირაღდნე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურად ზვიადაური გახლდათ, რომელსაც სამხრეთ ტრიბუნაზე მდგარ ფიალაზე ცეცხლი უნდა აენთო, თუმცა ცეცხლი ფიალაზე არ გადავიდა. გთავაზობთ ფოტოს, რომელიც ცერემონიალის დასრულების შემდეგ გადავიღეთ.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ნიკლას ბენდტნერიც გამოჩნდა (ფოტო)
ალექსი ახვლედიანი: “ოლიმპიური სოფლის მშენებლობა ჩვენს ქვეყანას 0 ლარი დაუჯდა”
დღეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედია-ცენტრში გახსნითი პრესკონფერენცია გაიმართა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და “თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხეს. უცხოელი ჟურნალისტები აღფრთოვანებულნი დარჩნენ ოლიმპიური სოფლით და დაინტერესდნენ, თუ რამდენი დაუჯდა სახელმწიფოს ობიექტის მშენებლობა.
“ოლიმპიური სოფლის მშენებლობა ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას ნული ლარი დაუჯდა. ჩვენ მოვიზიდეთ ინვესტორი, რომელსაც სიმბოლურ ფასად გადაეცა ტერიტორია. ინვესტორმა მოაწყო ოლიმპიური სოფელი, რომელსაც ფესტივალის დასრულების შემდეგ რეალიზაციას გაუკეთებს. ეს კარგი მაგალითია და ბევრია ასეთი შემთხვევა. რაც შეეხება ობიექტების მშენებლობას, ვალუტის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე შესაძლოა, მცირედი უზუსტობა დავუშვა, თუმცა გეტყვით, რომ ავაშენეთ შვიდი ახალი არენა და ხუთ ობიექტს რეაბილიტაცია გავუკეთეთ, რაც დაახლოებით 60-65 მილიონი ლარი დაჯდა”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
პატრიკ ჰიკიმ კმაყოფილება გამოთქვა ობიექტებისა და ოლიმპიური სოფლის მდგომარეობით და დარწმუნებით განაცხადა, რომ თბილისი ღირსეულად უმასპინძლებს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.
ბოლოს ალექსი ახვლედიანმა პატრიკ ჰიკისა და ლერი ხაბელოვს მადლობა გადაუხადა.
“მადლობა პატრიკს. ჩვენ მივიღეთ უმაღლესი შეფასება და ეს განაპირობა ჩვენმა ერთობამ. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ჩვენი საორგანიზაციო კომიტეტი ერთ განუყოფელ ორგანიზაციად იქცა. უდიდეს მადლობას ვუხდი ბატონ ლერი ხაბელოვს, ვიცე-პრეზიდენტებს. მათ ჩვენზე გააკეთეს არჩევანი, ნდობა გამოგვიცხადეს და ამ ნდობამ იმედები არ გაუცრუათ”, – დასძინა ალექსი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” ოფიციალურად გაიხსნება.
დუნგა ერთდროულად ორ ნაკრებს უთავკაცებს
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლა დაადასტურა.
როგორც ცნობილია ალეშანდრე გალოს ადგილს ბრაზილიის მთავარი ნაკრების თავკაცი კარლოს დუნგა დაიკავებს.
შესაბამისად, ბრაზილიელებს 2016 წლის ოლიმპიადისთვის, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში შედგება, სწორედ დუნგა მოამზადებს.