ლიპარტიამ კანკავას მოუგო, დაუშვილმა – გადრანს

დნეპროპეტროვსკში ლიპარტიას “ზორიამ” კანკავას “დნიპრო” დაამარცხა. ორივე ქართველი თავიანთი გუნდის სასტარტოში იყო. კანკავამ მოედანეზ 90 წუთი დაჰყო, ხოლო ლიპარტიას მწრთნელმა თავის გამოსაჩენად 59 წუთი მისცა.

ლვოვში “კარპატიმ” ოდესის “ჩერნომორეცს” 2:0 მოუგო. მასპინძელთა სასტარტოში იყო და 90 წუთი ითამაშა მურთაზ დაუშვილმა. მის მსგავსად 90 წუთი დაჰყო მოედანზე ოდესელთა ქართველმა მცველმა, გიორგი გადრანმაც.