რა თქვა “დნიპროსთან” მატჩის დაწყებამდე გონსალო იგუაინმა?

უკრაინული “დნიპროს” ნახევარმცველი არტიომ ფედეცკი აცხადებს, რომ გონსალო იგუაინმა “დნიპროსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ საინტერესო რამ თქვა.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, “დნიპრომ” “ნაპოლი” უკრაინაში ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი (2:1), ევროპის ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა.

“მატჩის დაწყებამდე, იგუაინმა თქვა, რომ თუ “ნაპოლი” ვერ მოიგებდა, ის ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებდა. ხვალამდე ვიცდი. ყველა ადამიანმა თავის ნათქვამზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. შესაძლოა, მას ეგონა, რომ “დნიპროსთვის” დიდი ყურადღების დათმობა საჭირო არ იყო.

ფინალში თამაშზე ვოცნებობდი. ვამაყობ ჩემი ქალაქით, ჩემი გუნდითა და ჩემი ქვეყნით. ეს გამარჯვება იმ ჯარისკაცებს ეკუთვნით, რომლებიც ჩვენ გვიცავენ. ისინი გმირები არიან”, – თქვა მატჩის შემდეგ არტიომ ფედეცკიმ.