კვეკვესკირმა “ინტერში” დებიუტი გოლით აღნიშნა

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ინტერი” ალბანეთში ადგილობრივ “ლაჩის” დაუზავდა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-20 წუთზე გახსნეს, თუმცა მეორე ტაიმის დებიუტში ნიკა კვეკვესკირმა აზერიბაიჯანული კლუბის რიგებში სადებიუტო შეხვედრაში გატანილი გოლით წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

კვეკვესკირი ძირითადში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. ისევე როგორც ზურაბ ხიზანიშვილმა და ლაშა კასრაძემ. “ინტერის” მეოთხე ქართველი, დავით ლომაია სათადარიგოთა შორის იყო.

“ინტერმა” ჩემპიონს მოუგო

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბაქოს “ინტერმა” უკვე გაჩემპიონებულ “ყარაბაღს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია.

კახა ცხადაძემ გუნდის ოთხივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტოში დააყენა. ლომაიამ, ამისულაშილმა და სალუქვაძემ მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო ბაჩანა ცხადაძემ მოედანზე 76 წუთი დაჰყო და ყვითელი ბარათის მიღებაც მოახერხა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაშ კახა ცხადაძის გუნდი მეორე პოზიციაზე დაასრულებს.

“ინტერს” ლომაია დაუბრუნდა

აზერბაიჯანის ჩემპიონატის 34-ე ტურში ბაქოს “ინტერი” უშუალო კონკურენტს, “გაბალას” ესტუმრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, რამაც ცხადაძის გუნდის მცირე საჩემპიონო შანსები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.

ბაქოელთა სასტარტოს დაუბრუნდა მკარე გიორგი ლომაია, მის გარდა ძირითადში დაიწყეს, ამისუალშვილმა და ცხადაძემ, რომელიც 70-ე წუთზე მენზე კოლიმ შეცვალა.

“ინტერის” აქტივში 30 თამაშში მოპოვებული 60 ქულაა და ლიდერ “ყარაბაღს” ბაქოელები 8 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.