პერუს ჩემპიონატში მსაჯმა ხუთ წუთში ხუთი წითელი ბარათი აჩვენა (ვიდეო)

პერუს პრიმერადივიზიონის ეგიდით “ალიანსა ლიმასა” და “რეალ გარსილასოს” შორის გამართულ მატჩში (0:1) არბიტრმა რამონ ბლანკომ ხუთ წუთში ხუთი წითელი ბარათი აჩვენა. არბიტრმა შეხვედრის მიწურულს მოედნიდან მასპინძელთა ოთხი ფეხბურთელი და მათი გუნდის მთავარი მწვრთნელი გააძევა.

მატჩის შემდეგ 36 წლის მსაჯმა მოედანი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მეშვეობით დატოვა. არბიტრი მისივე უსაფრთხოების მიზნით სახლამდე პოლიციის ესკორტმა მიაცილა.

პროფესიონალ მსაჯთა ასოციაციამ რამონ ბლანკოს მუშაობა დადებითად შეაფასა.