ლისაბონის “სპორტინგის” მცველმა, ფაბიო კოენტარომ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო – ამ უკანასკნელმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში არ ისურვა და მიწვევას უარით უპასუხა.
“ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე სეზონი მქონდა, სტრესიდან ახლაც ვერ გამოვდივარ. ვთვლი, რომ ისეთ ფორმაში არ ვარ, ნაკრების დახმარება რომ შევძლო.
ნაკრებს ზურგს არასოდეს შევაქცევ, პირიქით, იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ხშირად შევძლებ პორტუგალიის მაისურის მორგებას. მანამდე კი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებს სათანადოდ ვუგულშემატკივრო,” – წერს კოენტრაუ სოციალურ ქსელში.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში პორტუგალიის მეტოქეები ესპანეთის, მაროკოსა და ირანის საფეხბურთო ნაკრებები იქნებიან.