ფაბიო კოენტრაუმ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში არ ისურვა

ლისაბონის “სპორტინგის” მცველმა, ფაბიო კოენტარომ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო – ამ უკანასკნელმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში არ ისურვა და მიწვევას უარით უპასუხა.

“ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე სეზონი მქონდა, სტრესიდან ახლაც ვერ გამოვდივარ. ვთვლი, რომ ისეთ ფორმაში არ ვარ, ნაკრების დახმარება რომ შევძლო.

ნაკრებს ზურგს არასოდეს შევაქცევ, პირიქით, იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ხშირად შევძლებ პორტუგალიის მაისურის მორგებას. მანამდე კი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებს სათანადოდ ვუგულშემატკივრო,” – წერს კოენტრაუ სოციალურ ქსელში.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში პორტუგალიის მეტოქეები ესპანეთის, მაროკოსა და ირანის საფეხბურთო ნაკრებები იქნებიან.

გამოკვლევის შედეგი: ფაბიო კოენტრაოს ფეხი აქვს მოტეხილი

როგორც იცით, შაბათს, “მონაკოსა” და “ნიცას” (1:0) შორის გამართულ მატჩში, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, რომელიც “მონაკოშია” განათხოვრებული საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 27 წლის ფეხბურთელს მატჩის შემდგომ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც დამტკიცდა, რომ მას ფეხი აქვს მოტეხილი.

ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი ის, შეძლებს თუ არა გამოცდილი მცველი ევრო-2016-ზე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნაკრების დახმარებას.

მიმდინარე სეზონში კოენტრაუმ ლიგა 1-ის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.

“რეალს” დავიდ დე ხეას ტრანსფერში კოენტრაუს ჩართვა სურს

მადრიდის “რეალი” იმედოვნებს, რომ დავიდ დე ხეას იაფად, ფაბიო კოენტრაუს ხარჯზე შეიძენს.

Marca-ს ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” ესპანელ მეკარეში 40 მილიონ ევროს ითხოვენ, ხოლო “სამეფო გუნდი” მზადაა, 15 მილიონი კოენტრაუს ხარჯზე გაქვითოს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს “მანჩესტერმა” პორტუგალიელი მცველის ყიდვა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

მიმდინარე სეზონში, 27 წლის მარცხენა უკანახაზელმა “თეთრების” მაისურით 16-ჯერ ითამაშა.