კოულმა „ვესტ ჰემი“ დატოვა

31 წლის თავდამსხმელმა კარტონ კოულმა „ვესტ ჰემიდან“ წასვლა დაადასტურა.

„ახალ თავგადასავალს ველი. „ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობას ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ კონtრაქტი არ გავახანგრძლივოთ“, – ციტირებს კოულს „სქაი სპორტსი“.

ინგლისის პრემიერლიგის განვლილი სეზონის გათამაშებაში კოულმა 23 მატჩi ჩაატარა, რომელშიც 2 გოლი გაიტანა.

„ვესტ ჰემიდან“ ფორვარდი 2013 წელსაც მიდიოდა, თუმცა კლუბში რამდენიმე თვეში დაბრუნდა.