თბილისური ელიტრაუნდის ტრიუმფატორი ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ტურნირი შეაფასა.
ლუის დე ლა ფუენტე: “მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და თბილისის მაცხოვრებლებს მასპინძლობისთვის. თავს როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობდი.
ტურნირი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. განსაკუთრებით კი საქართველოს ნაკრების თამაშით ვარ გაკვირვებული. ამ გუნდს დიდი რესურსი აქვს და იმედი მაქვს, თქვენს ფეხბურთელებს მომავალში უკეთესი შედეგები ექნებათ”