“ბარსელონას” “ლივერპულის” ვარსკვლავი სურს

The Sun-ი იტყობინება, რომ კატალონიის “ბარსელონა” სერიოზულად არის დაინტერესებული “ლივერპულის” მარჯვენა მცველით, ნათანიელ კლაინით.

ინგლისელი მოთამაშე 2015 წელს “საუთჰემპტონიდან” გადაბარგდა მერსესაიდულ კლუბში. “ბლაგურნას” რომ ნახსენებ პოზიციაზე პრობლემა აქვს, ეს ყველასთვის ცნობილია; გასულ ზაფხულზე კატალონიელებმა დანი ალვეში გაუშვეს. კლაინი კი სწორედ ბრაზილიელის შემცვლელად უნდათ.

საინტერესოა, 25 წლის ფეხბურთელს ენდომება თუ არა “ბარსაში” წასვლა და გაუშვებს თუ არა მას “ლივერპული”. ამ ყველაფერს იანვარში გავიგებთ.

 

“საუთჰემპტონმა” კლაინის ფასი დაასახელა

“საუთჰემპტონმა” ნათანიელ კლაინის ტრანსფერის თაობაზე “ლივერპულის” 10 მილიონიანი წინადადება უარით გაისტუმრა და მერსისაიდელებს მოთამაშის სანაცვლოდ 20 მილიონი სთხოვა. თუმცა, ამავდროულად წმინდანები იმედოვნებენ, რომ მოთამაშე კონტრაქტს გაახანგრძლივებს და კლუბში დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ გუნდები საბოლოოდ 15 მილიონზე შეთანხმდებიან.

ცნობილია ისიც, რომ 24 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლას “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩამოშორდა.

მიმდინარე სეზონში კლაინმა პრმიერლ ლიგის 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეოა და 2 გოლი გაიტანა.