დღეს მადრიდის “რეალმა” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესი წარადგინა. ახალი თავკაცის დანიშვნის შესახებ “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ისაუბრა.
“რეალში” ყოველთვის მაღალი მოთხოვნებია. ახალი მწვრთნელი მიზნისკენ სავალ გზაზე კიდევ უფრო გაგვაძლიერებს.
რაფა ფეხბურთით და “რეალით” სუნთქავს. ის ბევრს შრომობს, დიდი სულისკვეთებით ასრულებს საკუთარ საქმეს.
ბენიტესი მუშაობის საკუთარი მეთოდებით არის ცნობილია. ის მატჩებისთვის ძალიან კარგად ემზადება ხოლმე.
ბენიტესი ამ ოჯახის წევრია. ის აქ 13-დან 20 წლამდე თამაშობდა., შემდეგ კი სხვადასხვა დონეებზე მწვრთნელად მუშაობდა. მასზე უკეთ არავის ესმის, სიმბოლურად რას ნიშნავს ეს გერბი, ეს მაისური, ეს სტადიონი. რაფა დიდ კლუბში გამარჯვების წყურვილით მოვიდა. დღეს ახალი ერა დაიწყო”, – პერესის კომენტარი Football Espana-მ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბენიტესი წელიწადში ჯამაგირის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.