“იუვენტუსის” ესპანელმა თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე კომენტარი გააკეთა.
“მოგების ბრწყინვალე შანსი გქვონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. არამგონია, “იუვენტუსს” ხელმეორედ ჰქონდეს ტრიპლეტის ასეთი შანსი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და მომდევნო სეზონს საბრძოლო განწყობით შევხვდეთ. მიმდინარე სეზონში მიღწეული შედეგებით ამაყები ვართ, მაგრამ 2015/16 წლის სეზონს უფრო დიდი მიზნებით შევხვდებით,”-განაცხადა მორატამ.