ვერმაელენი: “ლუის ენრიკე “ჩელსიში” ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც პეპი – “სიტიში”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ტომას ვერმაელენმა პრესასთან საუბრისას საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ლუის ენრიკეს “ჩელსიში” გადასვლის შესაძლებლობაზე.

“ვფიქრობ, ლუის ენრიკე პრემიერ ლიგაში წარმატებებს მიაღწევს. ჩემი აზრით, “ჩელსიში” ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც პეპია “მანჩესტერ სიტიში”. ის ინგლისურ ფეხბურთს ესპანურის სურნელებას შესძენს. ბუნებრივია, ამას დრო დასჭირდება.

მე მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა. ის თითოეულ ფეხბურთელს მისთვის გასაგებ ენაზე ელაპარაკება, იცის როგორ მიიღოს ჩვენგან ის, რაც უნდა.

მართალია, ახლა უფრო მეტს ვთამაშობ. მაგრამ ამის გამო არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ლუის ენრიკე ცუდი მწვრთნელი იყო. ის ჩემთვის ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება,” – აცხადებს ვერმაელენი.

ლონდონის “არსენალმა” გუშინდელი ფინალის შემდეგ 3 მილიონი მიიღო

ბრიტანული პრესის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის გუშინდელი ფინალის შემდეგ ლონდონის “არსენალმა” სამი მილიონი ფუნტ სტერლინგი მიიღო.

მოგეხსენებათ, 2014 წლის ზაფხულში “არსენალმა” “ბარსელონას” ბელგიელი მცველი ტომას ვერმაელენი მიყიდა. შეთანხმების თანახმად, თუ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებდა, ლონდონელებს სამი მილიონი ფუნტ სტერლინგი უნდა მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ ვერმალენს ტრავმების გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა და “ბარსელონას” მაისურით მხოლოდ ერთ ოფიციალურ მატჩში ითამაშა.