დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, დავით ხოჭოლავა უახლოეს დღეებში დონეცკის “შახტართან” კონტრაქტს გააფორმებს. ua-football.com-ის ცნობით, ოდესის “ჩერნომორეცის” ქართველმა ფეხბურთელმა დონეცკელებთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
ხოჭოლავა მიმდინარე ზამთრის სატრანფერო პერიოდში “შახტარის” პირველი შენაძენი იქნება, ამის შემდეგ კლუბი ლუგანსკის “ზორიას” ბრაზილიელი მარცხენა მცველის, რაფაელ ფოსტერისა და ლვოვის “კარპატის” არგენტინელი თავდამსხმელის, გუსტავო ბლანკო ლეშუკის დამატებას აპირებს.
“ჩერნომორეცში” გადასვლამდე, ხოჭოლავა თბილისის “სასკოში”, რუსთავის “ოლიმპში”, თბილისის “დინამოში”, ქობულეთის “შუქურასა” და ფოთის “კოლხეთში” ირიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ 23 წლის ფეხბურთელი რამდენიმე კლუბში თავდამსხმელად თამაშობდა.