ფაბიო კანავარომ “ალ ნასრი” ჩაიბარა

ფაბიო კანავარო “ალ ნასრის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. გუნდი საუდის არაბეთის ჩემპიონატში გამოდის.

მხარეებს შორის რვათვიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ კონტრაქტი შესაძლოა, ერთი წლით გახანგრძლივდეს.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო 2014-2015 წლებში ჩინურ “გუანჩჟოუ ევერგრანდს” ხელმძღვანელობდა.

საუდის არაბეთის პრო ლიგაში უკვე ოთხი ტური ჩატარდა. “ალ ნასრს” 5 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი უკავია.

 

კიდევ ერთი ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში გადავა

„სევილიას“ ნახევარმცველმა ხოსე ანტონიო რეიესმა, შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს. როგორც ცნობილი გამოცემა AS-ი წერს, გამოცდილი ფეხბურთელით კლუბ „ალ-ნასრის“ ხელმძღვანელები ინტერესდებიან.

წყაროს ცნობით, კლუბმა ფეხბურთელს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ის ცხრა მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ რეიესი „სევილიაში“ 2012 წელს დაბრუნდა. მანამდე მან „არსენალში“, „რეალში“, „ატლატიკოსა“ და „ბენფიკაში“ ითამაშა.