მხითარიანმა ტუხელისა და კლოპის “ბორუსია” შეადარა ერთმანეთს

დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავმა, ჰენრიკ მხითარიანმა “პორტოსთან” გასამართ მატჩამდე იურგენ კლოპისა და ტომას ტუხელის მმართველობა შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ ტუხელის ხელმძღვანელობით ისინი უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობენ.

“როდესაც კლოპი აქ იყო, ჩვენ განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობდით – მეტი ყურადღება გვქონდა გადატანილი კონტრ-იერიშებზე, პრესინგსა და სიძლიერეზე.

ტუხელის მოსვლის შემდეგ კი, სხვანაირი სტილის ფეხბურთის მიმდევრები გავხდით. ვცდილობთ, ბურთი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და მეტი პასი გავაკეთოთ. საბოლოო ჯამში, ტუხელი უფრო შემტევ ფეხბურთს გვათამაშებს.”

ასისტების მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს: იოზილი ევროპის საუკეთესო ასისტენტი აღარაა

თუ გგონიათ, რომ იოზილი კვლავ ინარჩუნებს “ასისტების მეფის” წოდებას ცდებით. Opta-ს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გერმანელი ნახევარმცველს მეფის გვირგვინი ჰენრიხ მხითარიანმა ჩამოართვა.

მართალია, რომ გერმანელმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო (საშობაოდ მის ანგარიშზე 16 ასისტი იყო), თუმცა ის ფორმიდან ამოვარდა და ახლა ტიერი ანრის რეკორდის დაპყრობა ნამდვილად გაუჭირდება.

ამ მომენტისთვის ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი ასისტი (17) სომეხის ანგარიშზეა, მეორე-მესამე ადგილებს ნეიმარი და იოზილი იყოფენ (16), შემდეგ პოზიციებს კი შესაბამისად იკავებენ: კევინ დებუინი და ანხელ დიმარია 12 ასისტით, სუარესი, ინსინიე, დეულოფეუ და რაფაელი 11 ასისტით, მეათე ადგილს კი კრიშტიანო რონალდუ იკავებს 10 საგოლე გადაცემით.

Corporate-Training image

Corporate-Training image

მხითარიანი: „პორტუგალიის დასამარცხებლად ყველაფერი გავაკეთეთ“

დორტმუნდის „ბორუსიასა“ და სომხეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჰენრიკ მხითარიანმა პორტუგალიასთან ანგარიშით 2:3 წაგებული შეხვედრა შეაფასა.

„მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. იმედია, შემდეგ შეხვედრაში დღეს დაშვებულ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. თანაგუნდელებს მაქსიმუმის ჩვენებისთვის მადლობას ვუხდი.

საგოლე მომენტების შექმნა, ორი გოლის გატანა და მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შევძელით. მოვსესიანის არყოფნამ იმოქმედება, მაგრამ სარქსისოვმაც კარგად ითამაშა“, – განაცხადა მხითარიანმა.