დორტმუნდის “ბორუსიას” კარის დარაჯი, რომან ბიურკი რვა კვირას გაატარებს თამაშგარეში, რისი მიზეზიც კი “გერმანულ კლასიკაში” მიღებული ტრავმა გახლავთ – ბიურკმა აღნიშნულ მატჩში ხელი მოიტეხა.
აღსანიშნავია, რომ “ბაიერნთან” მოგებული მატჩში (1-0) 26 წლის შვეიცარიელმა მეკარემ ახალ სეზონში მეოთხეჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. ტომას ტუჰელის გუნდი კი სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე გადავიდა.
რაც შეეხება ბიურკის ჩანაცვლების საკითხს, სავარაუდოდ, მის ადგილს ვეტერანი რომან ვაიდენფელერი დაიკავებს. დიდი ალბათობით, სწორედ ამ მეკარის კარში გოლის გატანა იქნება სამშაბათს ვაკო ყაზაიშვილის მთავარი მიზანი.