მოსკოვის „ცსკა“-ს ნახევარმცველ ალან ძაგოევის მამა ელიზბარ ძაგოევი გამოტყდა, რომ სურს, მისი შვილი ევროპის რომელიმე წამყვან კლუბში იხილოს.
„რა თქმა უნდა, მინდა, რომ ალანმა ევროპის რომელიმე ტოპ-კლუბში ითამაშოს. ვფიქრობ, ამაზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს და ამ მხრივ, არც ჩემი შვილია გამონაკლისი. ამასთანავე, უნდა აღვნიშნო, რომ „ცსკა“ რუსეთის საუკეთესო კლუბია და აქ თამაში ალანისთვის დიდი პატივია. ის ამ გუნდში თავს კომფორტულად გრძნობს. მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს კლუბის პრეზიდენტ ევგენი გინერთან. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ერთად მიიღებენ ჩემი შვილის მომავლისთვის სწორ გადაწყვეტილებას. ალანისთვის მთავარია მუყაითად მუშაობის გაგრძელება და თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენა როგორც „ცსკა“-ში, ასევე რუსეთის ნაკრებში“, – ელიზბარ ძაგოევის სიტყვები „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა.
აქვე აღსანიშნავია, რომ 23 წლის ძაგოევის საფეხბურთო კარიერას მამამისიც აქტიურად განკარგავს.
ბექა დოგრაშვილი