ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი კარიერას ესპანეთის პრიმერადივიზიონში გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელმა “ბეტისთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მას ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
ვან დერ ვაარტი ანდალუსიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფეხბურთელს “ჰამბურგთან” შრომითი ხელშეკრულება ამა წლის 30 ივნისს ეწურება.
შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტისთვის ესპანეთი უცხო არ არის. იგი 2008-დან 2010 წლამდე მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა.
როგორც მოგეხსენებათ, “ბეტისმა” სეგუნდადივიზიონი მოიგო და ახალი სეზონიდან პრიმერადივიზიონში ითამაშებს.