12 სექტემბერს, ლას ვეგასში გამართულ თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 57 კილოგრამ კატეგორაიში მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ქართველმა მოჭიდავემ ფინალში ირანელი ხასან რახიმი დაამარცხა. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა, ხინჩეგაშვილმა კი გამარჯვება ბოლო წამებზე მოახერხა.