საფრანგეთში მორაგბეების ჩხუბში ფანებიც ჩაერთვნენ (ვიდეო)

საფრანგეთში, “ბიარიცისა” და “ბეზიეს” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართული მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში მორაგბეებს შორის სიტუაცია დაიძაბა. საქმე გუნდური ჩხუბის დაწყებამდე მივიდა, მოთამაშეები მოედანსაც გაცდნენ, სადაც მათ ტრიბუნაზე მყოფი რამდენიმე გულშემატკივარი შეუერთდა.

რა გაუკეთა ვიტო კოლელიშვილმა უელსელ მორაგბეს (ვიდეო)

15 იანვარს, ევროპის ჩემპიონთა თასზე, უელსურმა “ოსპრეიზმა” საკუთარ მოედანზე ფრანგული “კლერმონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 21:13 დაამარცხა.

მოგეხსენებათ, მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა მორაგბემ, ვიტო კოლელიშვილმა მსაჯს ხელი ჰკრა. ახლა კი, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ რა გაუკეთა ქართველმა მორაგბემ უელსელ ალან ვინ ჯონსს.

“დინამოს” კალათბურთელებმა ქუთაისელ გულშემატკივრებთან იჩხუბეს (ვიდეო)

27 ნოემბერს, საქართველოს სუპერლიგაში, “ქუთაისმა” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამო” მიიღო და მეტოქე ანგარიში 75:64 დაამარცხა.

შეხვედრის ბოლო წუთებში პარკეტზე სიტუაცია დაიძაბა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ “დინამოს” კალათბურთელებმა და ქუთაისელმა გულშემატკივრებმა ერთმანეთთან იჩხუბეს.

მატჩის ბოლო ეპოზოდი, მაყურებლის და დინამოს კალათბურთელების დაპირისპირება.როგორც ჩანს დინამოს კალათბურთელები ვერ ეგუებიან მარცხს. როდესმე გახსოვთ "ქუთაისი 2010" ასე დაეტოვებინოს მოედანი ?

Posted by Green Boys on Friday, 27 November 2015

ედინსონ კავანიმ “ბორდოს” ფეხბურთელთან იჩხუბა (ვიდეო)

11 სექტემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟრმენმა” საკუთარ მოედანზე “ბორდო” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ედინსონ კავანისა და ნიკოლას ბელაის შორის სიტუაცია დაიძაბა, მსაჯმა კი ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

“მან.სიტის” ექს-ვარსკვლავმა სტადიონის დაცვა ცემა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, პაულო უენჩოუპმა კოსტა რიკის ჩემპიონატში სტადიონის დაცვა ცემა.

გვარდიოლამ და დე იონგმა გასახდელში იჩხუბეს – “გამოდი აბა გვერდით” (ვიდეო)

ამჟამად მიმდინარეობს აუდის თასი, სადაც შესვენებაზე “ბაიერნი” “მილანს” 1-0 ამარცხებს.

მატჩის შესვენებაზე, მიუნხენელთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ და “მილანის” ნახევარმცველმა, ნაიჯელ დე იონგმა გასახდელში იჩხუბეს.

ჩხუბის მიზეზი კი ის გახდა, რომ ჰოლანდიელმა ჯოშუა კიმიჩის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც შესაცვლელი გახდა და ამან გვარდიოლა გააცხარა.

ხინჩეგაშვილს ჩხუბის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს (ვიდეო)

17 ივნისს, ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 57 კილოგრამ კატეგორიის ნახევარფინალში ქართველი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბელორუს ანდრეევს დაუპირისპირდა.

მეორე პერიოდის დასაწყისში, ანდრეევმა ქართველს ხელი დაარტყა, რაზეც ხინჩეგაშვილმა მას უპასუხა. ტატამზე სიტუაცია დაიძაბა, საბოლოოდ კი ორივე მოჭიდავეს დისკვალიფიკაცია მისცეს.

არგენტინელმა ფეხბურთელმა მსაჯი ერთი დარტყმით გათიშა (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა მოხდა არგენტინის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში გამართულ მატჩში.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მსაჯმა ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელს, ალეხანდრო რონკალიას ყვითელი ბარათი უჩვენა, გაბრაზებულმა ფეხბურთელმა კი არბიტრი ერთი დარტყმით გათიშა. ამის გამო, შეხვედრა შეწყდა, მსაჯი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

10 ფეხბურთელი მსოფლიოში, რომელთა მწვრთნელობაც ყველაზე რთულია

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ათი ფეხბურთელი, რომელთა მწვრთნელობაც ძალიან რთულია.

10. უილიამ გალასი

William Gallas of Arsenal

9. ლუის სუარესი

2

8. კარლოს ტევესი

3

7. ადელ ტაარაბტი

4

6. ანტონიო კასანო

5

5. მარკო არნაუტოვიჩი

6

4. ელ-ჰაჯი დიუფი

7

3. რიკარდო კუარეჟმა

8

2. ჯოი ბარტონი

9

1. მარიო ბალოტელი

10

ჩხუბის დროს ბეწვზე გადარჩენილი ქართველი ფეხბურთელი (ვიდეო)

9 მაისს, საქართველოს პირველი ლიგის 36-ე ტურში, ხობის “კოლხეთმა” საკუთარ მოედანზე “გაგრა” მიიღო.

მატჩის 36-ე წუთზე, როცა ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 1:2 იყო, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა – ფეხბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს. ამ მიზეზის გამო, შეხვედრა შეწყდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში, “კოლხეთის” ფეხბურთელ, ონიანზე სერიოზულად ფეხით წავიდნენ, თუმცა იგი ტრავმას ბეწვზე გადაურჩა.

იხილეთ: “კოლხეთისა” და “გაგრას” ფეხბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

პერუში, მეკარემ მსაჯს ზურგში ფეხი ჩაარტყა (ვიდეო)

პერუს ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში გაბრაზებულმა მეკარემ ჯავრი მთავარ არბიტრზე იყარა.

“კოლხეთისა” და “გაგრას” ფეხბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

19 მაისს, საქართველოს პირველი ლიგის 36-ე ტურში, ხობის “კოლხეთმა” საკუთარ მოედანზე “გაგრა” მიიღო.

მატჩის 36-ე წუთზე, როცა ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 1:2 იყო, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა – ფეხბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს. ამ მიზეზის გამო, შეხვედრა შეწყდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არის იმის შანსი, რომ ორივე გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალოს.