მადრიდის “რეალი” საკმაოდ ახლოსაა კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტის დამატებასთან.
ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მადრიდელები ბრაზილიის ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების ფეხბურთელით დაინტერესდნენ. საქმე 17 წლის ალანს ეხება. “რეალი” მზადაა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს და 2018 წლის ზაფხულში ის კასტილიას შეუერთდეს.
როგორც იცით ამჟამად ინდოეთში ჩვიდმეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც არაერთი გასოცარი ფეხბურთელი გამოჩნდა. ამ ტურნირს უამრავი სკაუტი აკვირდება, რომლებიც თავიანთი გუნდისთვის სასურველ მოთამაშეებს ეძებენ.