კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით დააჯილდოვეს.

კოპა ამერიკისა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კოლუმბიის ნაკრების 22 წლის მცველი ჯეისონ მურილიო დასახელდა.

Claudio Bravo

ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდო ჩილეს ნაკრების კარის დარაჯ კლაუდიო ბრავოს გადასცეს.

Peru

ფეარ პლეის პრიზი პერუს ნაკრებს გადაეცა.

Vargas - Guerrero

ტურნირის ბომბარდირები პერუს ნაკრების ფორვარდი პაოლო გერერო და ჩილეს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ედუარდოი ვარგასი გახდნენ, რომლებმაც ექვს მატჩში 4-4 გოლი გაიტანეს.

 

“ინტერმა” ჯეისონ მურილიო გაიფორმა

მილანის “ინტერმა” კოლუმბიელი მცველი ჯეისონ მურილიო დაიმატა, რომელიც მანამდე ესპანური “გრანადას” ღირსებას იცავდა, 22 წლის ფეხბურთელმა “ნერიაძურისთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღნიშნული ტრანსფერის შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში იწერებოდა, თუმცა ოფიციალურად დღეს დადასტურდა.

23 წლის მურილიო “გრანადაში” 2013 წლიდან თამაშობდა. მან ამ დროის მანძილზე 53 მატჩი ჩაატარა.

ჯეისონ მურილიომ 2015 წლის კოპა ამერიკის გათამაშებაშიც ითამაშა. მას ეროვნულ ნაკრებში ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული.

 

ბრაზილია-კოლუმბია. გმირი და ანტიგმირი

Fanebi.Com ბრაზილია-კოლუმბიის(0-1) მატჩის ანტიგმირისა და გმირის შესახებ შემოგთავაზებთ.

გმირი – ჯეისონ მურილიო(კოლუმბია)

Jason Murillo

ეს არის გუნდი, რომელშიც ძალიან რთულია გამოარჩიო, თუ ვინ იყო გუშინდელ მატჩში საუკეთესო, რადგან მთლიანი შემადგენლობა გუნდურად, ერთობლივად მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, მატჩის გმირი ჯეისონ მურილიო გახდა, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებს გამარჯვების გოლი გაუტანა და კოლუმბიელებმა “სელესაო” 1991 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს.

36-ე წუთზე, ხუან კუადრადომ საჯარიმო დარტყმით ბურთი ბრაზილიელთა საჯარიმოში ჩააგდო, რის შემდეგაც მასპინძელთა დაცვის ხაზში არეულობა იყო, ჯეისონ მურილიოს დარტყმული ფერნანდინიო ვერ გაანეიტრალა, რის შემდეგაც კოლუმბიელებმა ანაგრიში გახსნეს.

ცენტრალური მცველი მეორე ტაიმში ბრწყინვალედ ასრულებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს. იყო კოლუმბიელთა მხრიდან შეცდომები, ერთი ძალიან უხეშიც, მაგრამ რობერტო ფირმინომ ცარიელ კარში წარმოუდგენელი მომენტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, პეკერმანის ბიჭები საიმედოდ მოქმედებდნენ და ბრაზილია შინ გოლის გარეშე გაუშვეს.

ანტიგმირი – ნეიმარი(ბრაზილია)

neymar

ნეიმარი კვლავ საუკეთესო იყო დუნგას ბიჭებში, მაგრამ მატჩის ანტიგმირი გახდა. ე.ი “სელესაოს” ყველა ფეხბურთელმა გუშინდელი მატჩი ჩააგდო. მატჩის შემდეგ “ბარსელონას” ვარკსვლავს ჩხუბი მოუვიდა. მსაჯმა მას და კარლოს ბაკას წითელი ბარათები უჩვენა.

როგორც კი საფინალოდ მსაჯმა დაუსტვინა, გაბრაზებულმა ნეიმარმა პაბლო არმეროს ზურგში ბურთი გაარტყა. ამის შემდეგ კარლოს ბაკამ მას ხელი ჰკრა, ატყდა გუნდური ჩხუბი. როდესაც კაპიტანი ხარ, უნდა გესმოდეს, რომ ასეთ დროს თავშეკავებაა საჭირო.

საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს ფეხბურთის ასოციაცია, მაგრამ როგორც მინიმუმ, ახალგაზრდა შემტევს ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს.