ანანიძეს ისევ ალენიჩევი უთავკაცებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ჯანო ანანიძის მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი შემდეგ სეზონში კვლავ დიმიტრი ალენიჩევი იქნება. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვური კლუბის დირექტორთა საბჭომ დღევანდელი შეკრების შემდეგ მიიღო, იუწყება „სპარტაკის“ პრესსამსახური.

აქამდე მოსკოვურ კლუბს კურბან ბერდიევს უკავშირებდნენ, თუმცა სპეციალისტმა „როსტოვში“ დარჩენა ისურვა.

ანანიძის „სპარტაკმა“ ახალი მწვრთნელის ხელმძღვნელობით პირველად ივარჯიშა

მოსკოვის „სპარტაკმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის დიმიტრი ალენიჩევის ხელმძღვანელობით დღეს დილით პირველად ივარჯიშა. ამის შესახებ „წითელ-თეთრების“ პრესატაშემ ფიოდორ ტურბინმა განაცხადა.

დღეს იმ მოთამაშეებმა ივარჯიშეს, რომლებმაც გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. „სპარტაკის“ ფეხბურთელების მეორე ჯგუფი იმ ფეხბურთელებისგან შედგება, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ამჟამად ეს ფეხბურთელები ისვენებენ და სამედიცინო შემოწმებას 24 ივნისს გაივლიან. მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრი ჯანო ანანიძეცაა.