“ტორინომ” “ჰოფენჰაიმის” ნახევარმცველი დაიმატა

განის ნაკრების ნახევარმცველი აფრიე აკვა კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს. “ტორინოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კლუბმა “ჰოფენჰაიმთან” 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია. ცნობილი მხოლოს ის არის, რომ მოთამაშემ კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკულად მთელი კარიერა აკვამ იტალიაში გაატარა, სადაც “პალერმოს”, “პარმას” და “სამპდორიას” ღირსებას იცავდა.