დღეს ჰარი კეინის დაბადების დღეა. მოგეხსენებათ, ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული.
ასე მიულოცეს 25 წლის თავდამსხმელს დაბადების დღე.
დღეს ჰარი კეინის დაბადების დღეა. მოგეხსენებათ, ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული.
ასე მიულოცეს 25 წლის თავდამსხმელს დაბადების დღე.
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ერთმანეთს ბელგიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, მატჩი “წითელი ეშმაკების” გამარჯვებით, ანგარიშით, 2:0 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ ბრიტანელთა თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა კომენტარი გააკეთა.
“მეორე ტაიმში ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. ამ ნახევრის პირველ ოცდაათ წუთში მეტოქე ბეწვის ხიდზე დადიოდა. აქტიურ პრესინგს ვთამაშობდით და მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლის შემდეგ, შანსების გამოყენებას ვცდილობდით. თუმცა, გოლის გატანა მაინც ვერ შევძელით. ეს ძალიან რთული ტურნირია. ბელგია, აშკარად, კარგი გუნდია. ჩემს გუნდელებს ვერ დავადანაშაულებ, ჩვენ ყველანაირად ვცადეთ, შანსები გამოგვეყენებინა,” – ამბობს კეინი.
2013 წელს ჩემფიონშიფში მოთამაშე “ლესტერ სიტის” ფეხბურთელები, ჯეიმი ვარდი და ჰარი კეინი იშვიათად ხვდებოდნენ გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ხოლო, წელს ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს ულიდერებენ.
აღნიშნულ თემაზე ZEZO გთავაზობთ კარიკატურას
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “ტოტენჰემი” ჰარი კეინის გუნდად მოიხსენია. მას “სპურსების” დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო გამოექომაგა. არგენტინელი დამრიგებელის განცხადებით, გვადიოლას ნათქვამი მისი კლუბის უპატივცემულობაა.
“მან ჩვენს მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. გვარდიოლას ნათქვამს ჩემზე არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია. ის ჩემთვის და ბევრისთვის უმნიშვნელოა. ესპანელი დიდი კლუბის მწვრთნელი იყო. მან შესანიშნავი ეპოქა შექმნა და არასდროს ვიტყვი, რომ იმდროინდელი “ბარსელონა” მესის გუნდი იყო.”
“შესაძლებელია, პრესკონფერენციის შემდეგ მან დამირეკოს. მის ზარს აუცილებლად ვუპასუხებ. პეპს ვიცნობ: დიდი გამარჯვების შემდეგ, ის მუდამ ემოციებშია, ცდილობს, დაიცვას საკუთარი პოზიცია და იყოს ჯენტლმენი,” – ამბობს პოჩეტინო.
დღეს ინგლისის ნაკრები სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს მსოფლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გასამართ შეხვედრაში დაუპირისპირდება. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა თავის ფეხბურთელზე, ჰარი კეინზე ისაუბრა.
“ის საოცარ ფორმაშია. ჰარი გაჩერებას არ აპირებს. მას აქვს მენტალიტეტი, რომლის მიხედვითაც სურს, იყოს საუეკთესო. კეინმა ამ მომენტშიც იცის, რამდენი გოლი აქვს გატანილი ყველა თამაშში თვითონ და რამდენი აქვთ რონალდუსა და მესის. დიახ, მას ყველაზე წინ დგომა სურს. რატომ არ შეიძლება ეს მოხდეს?”
“ჰარის ვენდობი. ამ ნდობის მოსაპოვებლად კი, საკმარისი დრო ჰქონდა. კეინს 21-წლამდე ნაკრებშიც ვავარჯიშებდი და მას კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, აუცილებლად გაამართლებს გაცემულ ავანსებს. ჩვენ ხომ 24 წლის მოთამაშეზე ვსაუბრობთ. კეინს ყველაფერი წინ აქვს!” – აცხადებს საუთგეიტი.
4 თებერვალს პრემიერ ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ლონდონის “ტოტენჰემი” და “მდლსბრო” დაუპირისპირდნენ.
მატჩი ლონდონელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. მისი ავტორი 58-ე წუთზე ჰარი კეინი გახდა. მან თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეარხია ვიქტორ ვალდესის კარის ბადე და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულ მოუტანა.
“სპურსები” 24 ტურის შემდეგ 50 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან, და ლიდერ “ჩელსის” მთელი 9 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება აიტორ კარანკას გუნდს, “მიდლსბროს” 21 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზეა.
იხილეთ ჰარი კეინის გოლი
31 დეკემბერსა და პირველ იანვარს ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა. საკუთარი მატჩი მოიგო ტურნირის ლიდერმა – “ჩელსიმ”, რომელსაც უკვე 49 ქულა მოუგროვდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტის” მინიმალური ანგარიშით სძლია და 43 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა.
Goal.Com-ი ნახსენები ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.
ვალდესი, კრისველი, აკე, კეჰილი, ვალენსია, აივობი, პოგბა, ვილიანი, გრეი, ალი, კეინი.
იხილეთ ფოტო
დღეს პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში “ტოტენჰემი” საკუთარ მოედანზე “ვესთ ჰემს” დაუპირისპირდა. თამაში ძალიან სანახაობრივი გამოდგა. 24-ე წუთზე ანტონიომ ანგარიში გახსნა და სტუმრები წინ გაიყვანა. 51-ე წუთზე ვინკსმა გაათანაბრა. 68-ეზე ლანცინიმ პენალტი გამოიყენა და “ვესთ ჰემი” ზედიზედ მეორედ დააწინაურა.
ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ სტუმრები მინიმუმ ქულას აიღებდნენ. ისინი 89-ე წუთამდე შევხერდას იგებდნენ. თუმცა სწორედ ამ დროს ჰარი კეინმა “ვესთ ჰემის” მცველების შეცდომით ისარგებლა და გაათანაბრა. ზუსტად ერთ წუთში ლონდონელი სონი წააქციეს საჯარიმოში, რის შემდეგაც “ჩაქუჩების” კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. იგი უნაკლოდ, ისევ და ისევ, კეინმა შეასრულა და საბოლოოდ “ტოტენჰემს” ანგარიშით 3:2 მოაგებინა.
გუშინ დასრულდა “ევრო 2016”. გამარჯვებული პორტუგალიის ეროვნული ნაკრები გახდა. გარდა საუკეთესო გუნდისა, გუშინ სხვა ბევრი საინეტერესოც გაირკვა: საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე, საუკეთესო 11 ფეხბურთელი და ასე შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ “ევროპის ჩემპიონატის” ყველაზე ცუდ გუნდად ინგლისის ეროვნული ნაკრები დასახელდა, რომელიც ჯგუფური ეტაპიდან გასვლისთანავე, მერვედფინალში ისლანდიასთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
როგორც ყოველთვის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდშიც მსოფლიო ფეხბურთის გრანდები გამორჩეული მოთამაშეების გადაბირებას ცდილობენ და მათ სანაცვლოდ სოლიდური თანხების გადახდის მზადყოფნასაც გამოთქვამენ, თუმცა არიან ისეთი მოთამაშეებიც, რომლებიც მათმა გუნდებმა არანაირ თანხაში არ უნდა გაცვალონ, თუ რა თქმა უნდა წარმატების მიღწევა სურთ.
პოლ პობა, “იუვენტუსი”
ნათელია, რომ “იუვეს” პოგბას შენარჩუნების ძალიან მცირე შანსი აქვს. მიუხედავად იტალიურ ფეხბურთში არსებული პრობლემებისა “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეძლო და ყველას დაუმტკიცა, რომ წარმატებისთვის შემადგენლობაში მაღალი კლასის ფეხბურთელების ყოლაა საჭირო.
გასაგებია, რომ ტურინელთა მენეჯმენტი პოგბაში აღებულ თანხას სწორად დახარჯავს, თუმცა ტოპ მოთამაშის კონკურენტ კლუბში გაყიდვა კარგი მაინც არ რის. იდეალური რა თქმა უნდა პოგბას დარჩენა და მის ირგვლივ ახალი გუნდის აწყობა იქნება.
უგო ლიორისი და ჰარი კეინი, “ტოტენჰემი”
დანიელ ლევის ინგლისში ფეხბურთელების გაყიდვის მხრივ ცოტა თუ შეედრება. სხვა საქმეა, რომ მოთამაშეების სანაცვლოდ მიღებულ დიდ თანხებს “ტოტენჰემი” მიზნობრივად ვეღარ ხარჯავს, რასაც ბეილში აღებული 100 მილიონის უაზროდ დახარჯვის მაგალითიც ადასტურებს.
სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონელთა მოთამაშეების, უგო ლიორისის და ჰარი კეინის გადაბირებას “მანჩესტერ იუნაიტედი” ცდილობს. საუბრობენ, რომ ფრანგ მეკარეში მანჩესტერელები 35 მილიონს იხდიან, ხოლო კეინში 65, თუმცა ლევიმ ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა და ტრანსფერის ალბათობას ფაქტობრივად გამორიცხავს.
როგორც ჩანს, “ტოტენჰემში” საბოლოოდ გადაწყვიტეს ძლიერი გუნდის გაკეთება, რომლის ძირითადი ბირთვი რამდენიმე სეზონის განმავლობაში უცვლელი იქნება.
კრისტიან ბენტეკე, “ასტონ ვილა”
მარტინ ონილის ფორმაციის “ასტონ ვილა” ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული გუნდი იყო, თუმცა ეშლი იანგის და სხვა ლიდერების წასვლის შემდეგ ბირმინგემში სტაბილურობა დაკარგეს.
გასულ სეზონში ტიმ შერვუდმა კლუბში ახალი სიცოცხლე მოიტანა და გუნდი ინგლისის თასის ფინალშიც გაიყვანა. ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კრისტიან ბენტეკე იყო, რომელიც გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. მისი გაყიდვის შემთხვევაში ბუნებრივია, რომ “ვილას” დაკავებული პოზიციების შენარჩუნება გაუჭირდება.
ედენ აზარი, “ჩელსი”
“რეალს აზარის ყიდვა უნდა? კი ბატონო! თუმცა, მისი ერთი ფეხის ფასი 100 მილიონია” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ, როდესაც მისი საუკეთესო მოთამაშის მიმართ ინტერესი “რეალმა” გამოთქვა.
თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის. ყველამ ვიცით, რომ თუ “რეალს” სუპერვარსკვალვის გადაბირება სურს, ადრე თუ გვიან ამის გაკეთებას მაინც ახერხებს. გარდა ამისა, მადრიდელები რაფა ბენიტესმა ჩაიბარა, რომელიც აზართან “ჩელსიში” მუშაობდა და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
ასე რომ, “ჩელსის” “რეალის” მცდელობების მოგერიება მოუწევს. ადაპტაციის მხრივ პრემიერლიგა ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემპიონატია. ინგლისში გადასული უამრავი ცნობილი მოთამაშე უბრალოდ დაიკარგა, რასაც აზარზე ვერ ვიტყვით. ბელგიელი ფეხბურთელი “ჩელსის” ლიდერად ჩამოყალიბდა და გუნდის წარმატებაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მარკო როისი, “დორტმუნდი”
ზამთარში გახანგრძლივებული კონტრაქტი არაფერს ნიშნავს. ამ ნაბიჯით დორტმუნდელებმა საკუთარ ლიდერს მხოლოდ სატრანსფერო ფასი აუწიეს, თუმცა ევროული გრანდები როისის დონის მოთამაშეში დიდი თანხის გადასახდელად მზად არიან.
“დორტმუნდისთვის” ლიდერების გაშვება და ახალი გუნდის შენება უცხო არ არის. ამას კაგავას, გიოტცეს, ლევანდოვსკის და სხვა მოთამაშეების მაგალითებიც ადასტურებს. ხშირ შემთხვევაში კლოპს დანაკლისის აღმოფხვრა გამოსდიოდა, თუმცა გასულ სეზონში ლევანდოვსკის შეცვლა ვერც იმობილემ და ვერც რამოსმა შეძლეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომდევნო წლიდან “ბორუსიას” არც თავად კლოპი ეყოლება.
ასე რომ, ახალი ეპოქის დასაწყისში, რომელშიც “დორტმუნდს” ტომას ტუხელი შეიყვანს, გუნდს ძლიერი შემადგენლობა სჭირდება.