კუმანი: “დეულოფეუს კლუბის დატოვების უფლება აქვს”

მერსესაიდული “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი აღიარებს, რომ ჯერარდ დეულოფეუს სურვილის შემთხვევაში, კლუბის დატოვების უფლება გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებით, რომელსაც ბოლო დროს “გუდისონ პარკზე” არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვს, იტალიური “მილანია” დაინტერესებული.

“ჯერარდს უკვე ვესაუბრე, მისი სიტუაცია საკმაოდ რთულია. თუ ის კლუბიდან წასვლასა და საკმარისი სათამაშო დროის მიღებაზე გააკეთებს აქცენტს, მას ამის უფლებას მივცემთ.”

კუმანმა იაგიელკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასასვლელი კარი მისთვისაც ღიაა: “ამ შემთხვევაში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეთავაზებებს მივიღებთ.”

იაგიელკა უეინ რუნის “ევერტონში” ეპატიჟება

მერსესაიდული “ევერტონის” სკიპერს, ფილ იაგიელკას სჯერა, რომ “კამფეტების” გულშემატკივრები დიდი სიამოვნებით შეხვდებიან “გუდისონ პარკზე” უეინ რუნის დაბრუნებას.

“იქნებ რომელიმე სხვა კლუბში ახალმა ცხოვრების დაწყებამ ის გამოაცოცხლოს, სადაც ის გმირის სტატუსს თავს დააღწევს. ის “ევერტონელია” და დარწმუნებული ვარ, რომ ფანები მას დიდი სიამოვნებით მიიღებენ.

ის ხიდები, რომელიც მან ახალგაზრდობაში ააშენა, პოტენციურად დაწვა, მაშინ როდესაც სხვაგან წავიდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეცვლილია.

თუმცა, რუნის “მან იუსთან” გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს და ის კვლავ მათი კაპიტანია. არამგონია, მან კლუბი მხოლოდ იმიტომ დატოვოს, რომ აღარ ათამაშებენ.”

იაგიელკა ინგლისის ნაკრების კაპიტანი იქნება

ლიტვასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში ინგლისის ნაკრების კაპიტანი „ევერტონის“ მცველი ფილ იაგიელკა იქნება.

კაპიტნის როლში იაგიელკა ამ შეხვედრაში უეინ რუნის შეცვლის, რომელიც ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ცენტრალური მცველი გარი კეიჰილი, რომელიც ინგლისელებს ესტონეთთან წინა თამაშში კაპიტნობდა, ლიტვასთან მატჩის შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი – ლიტვა დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ინგლისელები 9 ტურის შემდეგ ჯგუფს 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობენ, ლიტველებს კი თავის აქტივში 10 ქულა აქვთ და ისინი ჯგუფში ბოლოსწინა ადგილს იკავებენ.

იაგიელკამ “ევერტონთან” გაახანგრძლივა

“ევერტონის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ფილ იაგიელკამ კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ლივერპულელთა 32 წლის კაპიტანმა კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

“სასიამოვნოა, როცა თავს კლუბის ნაწილად გრძნობ. ეს მოტივაციას მაძლევს” – განაცხადა იაგიელკამ, რომელიც “ევერტონის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს.

გასულ სეზონში ფილმა 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივრებისგან სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც დაიმსახურა.