ტურინის „იუვენტუსის“ 38 წლის მეკარე მარკო სტორარი ზაფხულში „კალიარიში“ გადასვლას გეგმავს.
როგორც „ტუტომერკატოვები“ წერს, ორივე კლუბის ხელმძღვანელობა მარკოს ტრანსფერის თაობაზე უკვე შეთანხმდა. ოფიციალურად ვეტერანის გადასვლა მას შემდეგ უნდა დადასტურდეს, რაც „ბიანკონერის“ შემადგენლობაში „ფიორენტინას“ მეკარე ნეტო გადავა.
აღსანიშნავია, რომ სტორარის „კალიარიში“ აქამდეც უთამაშია – 2008 წელს ის სარდინიული კლუბის კარს იჯარით იცავდა.