მოდესტმა”ჰოფენჰაიმი” “კიოლნზე” გაცვალა

“ჰოფენჰაიმის” ოფიციალური ვეგვერდის ცნობით კლუბის ფორვარდი ანტონი მოდესტე “კიოლნში” გააგრძელებს კარიერას. ტრანსფერის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

“მადლობა “ჰოფენჰაიმის” ხელმძღავანელობას ბუნდესლიგაში თამაშის საშუალებისთვის. მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში ორი წელი გავატარე და ახლა ახალ გამოწვევებს ველი” – განაცხადა 27 წლის შემტევმა.

გასულ სეზონში მოდესტემ ბუნდესლიგის 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა. 2 გოლიც ფრანგმა თასზე გაიტანა.