ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ევროპის ლიგის 2015/16 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბათუმის “დინამომ” კვიპროსულ “ომონიას” უმასპინძლა.
თამაში პირველივე წუთებიდან სწრაფ ტემპში წარიმართა. პირველი მომენტი მასპინძლებმა მატჩის მე-3 წუთზე შექმნეს, თუმცა გაბედავას დატყმული კარს მცირე მანძილით ასცდა. მალევე ბერიაშვილს შეექმნა ხელსაყრელი მომენტი – ბათუმელთა შემტევის დარტყმას მეტოქე გუნდის მცველები გადაეღობნენ და ბურთი კუთხურზე გადავიდა.
ბათუმელებმა კიდევ ერთი მომენტი მე-16 წუთზე შექმნეს, როდესაც გაბედავა ცდილობდა შორი მანძილიდან გატანას, მაგრამ კარს ააცილა.
მომენტები სტუმრებსაც ჰქონდათ. “ომონიას” შემადგენლობაში ყველაზე აქტიურმა ანდრე შემბრიმ ჯერ მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა და ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი მის ეფექტურ მცდელობას ალავიძე გაუმკალვდა.
პირველ ნახევარში ერთადერთი გოლი კი მე-40 წუთზე გავიდა – სტანდარტის შემდეგ თავით კვიპროსელთა კარი გაბედავამ დალაშქრა.
მატჩის მეორე ნახევარი სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალური საგოლე მომენტების შემქნა კვიპროსელებს უჭირდათ, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მეტოქეთა დარტყმა ბათუმელთა კარში მიდიოდა, მიხეილ ალავიძე უშეცდომო იყო.
თავის მხრივ “დინამო” კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშს, თუმცა ბათუმელთა მცდელობებს სიმწვავე აკლდა.
ამრიგად, ერთ კვირაში კვიპროსზე გასამართი საპასუხო მატჩის წინ ბათუმელებმა მინიმალური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.
დინამო ბათუმი 1-0 ომონია
გოლები: გაბედავა 40′
დინამო ბათუმი: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, ქავთარაძე (ჩირიკაშვილი 84′), გოგიტიძე, ფონიავა, შონია, ბერიაშვილი (ვარშანიძე 87′), გაბედავა, ტატანაშვილი (თევდორაძე 75′).
მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
ომონია: გიორგალიდესი, ლობჟანიძე, მენდი (მარგასა 28′), რუნიე, გულონი, კრისტოვაო, ნუნო ასისი, ეკონომიდისი, ფოფანა (კირმი 58′), შემბრი (ვინსენტი 70′), პოტე.
მთავარი მწვრთნელი: კოსტას კაიაფასი