ვიეირა “ნიუ იორკ სიტის” თავკაცის პოსტზე წარადგინეს

“ნიუ იორკ სიტიმ” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პატრიკ ვიეირა წარადგინა.

“ეს ჩემთვისაც და კლუბისთვისაც განსაკუთრებული მომენტია. ძალიან კარგად ვხვდები ამ პროექტის მნიშვნელობას. გამიმართლა, რომ აღნიშნული პროექტის შემოქმედ ხალხს ვიცნობ. ჩემი ამბიციები ამ პროექტის ამბიციებს შეესაბამება”, – ციტირებს ვიეირას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ის, რომ პატრიკ ვიეირა “ნიუ იორკ სიტის” თავკაცის პოსტზე დაინიშნებოდა, 2015 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი.

 

პატრიკ ვიეირა “ნიუ იორკ სიტის” მთავარი მწვრთნელი გახდა

პატრიკ ვიეირა “ნიუ იორკ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფრანგი სპეციალისტი მანამდე “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.

მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც ძალაში 2016 წლის პირველ იანვარს შევა.

 

“არსენალს” ვენგერის მემკვიდრედ ვიეირა სურს

არსენ ვენგერს ლონდონის “არსენალთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტის ორი წლის ვადით გახანგრძლივებას აპირებს.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვენგერის თანაშემწედ შესაძლოა, “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი პატრიკ ვიეირა მოიყვანონ, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის. ბრიტანული გამოცემა “მირორის” თანახმად, 39 წლის ფრანგი ჯერ ვენგერის თანაშემწედ იმუშავებს, შემდეგ კი კლუბის მთავარი მწვრთნელიც გახდება.

ვიეირას სამწვრთნელო კარიერის შესახებ თავად ვენგერმაც გააკეთა კომენტარი.

“მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მწვრთნელი გახდეს. ვიეირა ახლა იმ ასაკშია, რა დროსაც კარგია მწვრთნელობის დაწყება. ყველაფერი თავად პატრიკზეა დამოკიდებული. გააჩნია, თავად მას რა სურს”, – აღნიშნა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ პატრიკ ვიეირა “არსენალის” ღირსებას ცხრა წლის განმავლობაში, 1996-დან 2005 წლამდე იცავდა, რა დროის განმავლობაშიც 406 მატჩი ჩაატარა.

“არსენალის” გარდა პატრიკ ვიეირას მიმართ ინტერესი “ნიუ იორკ სიტიმაც” გამოხატა.

პატრიკ ვიეირა “ნიუკასლს” არ ჩაიბარებს

“მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი პატრიკ ვიეირა “ნიუკასლ იუნაიტედს” არ ჩაიბარებს.

როგორც რამდენიმე დღის წინათ გაცნობეთ, მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა შემადგენლობის დაკომპლექტებისა და სატრანსფერო პოლიტიკის საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

ახლა “კაჭკაჭები” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივ მაკლარენის კანდიდატურას განიხილავენ. ამ უკანასკნელმა სულ ცოტა ხნის წინათ დატოვა “დერბი ქაუნთი”.

 

“ნიუკასლს” გუნდის თავკაცის პოსტზე ვიეირას მოწვევა აქვს განზრახული

“ნიუკასლ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდული გუნდის თავკაც პატრიკ ვიეირასთან მოლაპარაკებების გამართვა სურს.

“კაჭკაჭებს” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ ფრანგი სპეციალისტის მოწვევა აქვთ განზრახული.

შეგახსენებთ, რომ აწ უკვე დასრულებული სეზონი “ნიუკასლ იუნაიტედმა” ჯონ კარვერთან ერთად ჩაამთავრა, რომელიც გუნდიდან ალან პარდიუს წასვლის შემდეგ დროებითი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს.

 

ვიეირა: „არსენალს“ ნამდვილი ლიდერი არ ჰყავს“

ლონდონის „არსენალის“ ექს-ნახევარმცველის პატრიკ ვიეირას აზრით, არსენ ვენგერის გუნდი იდეალურისაგან ჯერჯერობით შორსაა.

„არსენალი“ ამჟამად ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს. თუმცა, მატჩების მოგება გუნდმა ცუდი თამაშითაც უნდა იცოდეს, რისი გაკეთებაც, ჩემი აზრით, „მეთოფეებს“ ჯერ არ შეუძლიათ. ვფიქრობ, გუნდს ლიდერი აკლია. „არსენალს“ ადამსის, კემპბელის ან კიოუნის დონის შემსრულებლები არ ჰყავს. ყველა ამ მოთამაშეს გუნდის ლიდერობა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც შეეძლო“, – განაცხადა ვიეირამ.

ალექსანდრე მატევოსოვი