აგენტი: „ნაპოლიდან“ წასვლის დრო დადგა“

„ნაპოლის“ თავდამსხმელის დუვან საპატას აგენტმა ფერნანდი ვილიარელმა განაცხადა, რომ მის კლიენტს კლუბის შეცვლა სურს.

„ჯერჯერობით ნათელი არაფერია, რადგან „ნაპოლისგან“ პასუხი არ მიგვიღია. კონტაქტი 4-5 კლუბთან გვაქვს. საუბარი არამხოლოდ იტლაიურ, არამედ ესპანურ და გერმანულ კლუბებზეცაა. თუმცა, სიტუაცია ჯერ დუვანის ამჟამინდელ კლუბთანაა განსახილველი.

„ნაპოლიდან“ წასვლის დრო დადგა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საპატას ცოტა უთამაშია, მაგრამ ბევრი გოლი გაუტანია. ოპტიმალური გადაწყვეტილება იჯარა იქნებოდა“, – განაცხადა მოთამაშის წარმომადგენელმა.