“არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, ლორენ კოშელნიმ “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩის მეათე წუთზე სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა, რომ მოედანი დაეტოვებინა.
ფრანგმა ფეხბურთელმა ქუსლის არეალში მძიმე დარტყმა მიიღო. ამ უკანასკნელმა ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო და ის საკაცის საშუალებით გაიყვანეს მოედნიდან. ვენგერმა მის ნაცვლად ჩემბერსი ჩართო თამაშში.
მართალია, “არსენალს” ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ Goal ირწმუნება, რომ საქმე ძალიან სერიოზულ ტრავმასთან გვაქვს და ის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებს.
რა თქმა უნდა, 32 წლის კოშელნის არ ყოფნა ფრანგებისთვის დიდი დანაკლისი იქნება რუსეთში გასამართი მუნდიალის მიმდინარეობისას.