ნიკა კვეკვესკირი: “წაგებაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მე ვარ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა უელსთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ პრესასთან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

“ბევრი რამ დაგვაკლდა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მე და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი სათამაშოდ ბოლომდე მზად არ ვიყავით.

პირადად მე ტრავმა მაწუხებდა და ასეთ მდგომარეობაში, როდესაც არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად არ ხარ 100 პროცენტით მზად, ამ დონის თამაშებში არ უნდა ითამაშო. ვთვლი, რომ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მე ვარ. წავაგეთ და ვერც ხარისხი ვაჩვენეთ.

არ ვთვლი, რომ უელსის ნაკრებმა დიდად დაგვჩაგვრა, უბრალოდ გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე შეძლეს გამარჯვების მოპოვება, რასაც ფიზიკური და მორალური მზადყოფნაც ემატებოდა.

პროფესიონალები ვართ და ეს შედეგი მალევე უნდა დავივიწყოთ. წინ სერბეთთან გასამართი მატჩი გვაქვს. ალბათ, ამ მატჩში ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ გუნდის შემადგენლობაში.

რაც შეეხება ერთა ლიგას, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შანსია ჩვენი ნაკრებისთვის, მაგრამ ამგვარად ფიქრობენ დანარჩენი ქვეყნების გუნდებშიც. იმედი გვაქვს, რომ ამ შანსის გამოყენებას შევძლებთ,”- აცხადებს ნიკა კვეკვესკირი.

ნიკა კვეკვესკირი მოლდოველ ჟურნალისტებს: “იცით, რამდენი ფეხბურთელი გვაკლდა?!”

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში მოლდოვამ “ზიმბრუ არენაზე” საქართველო მიიღო. დაძაბულ ბრზოლაში  ოთხი გოლი გავიდა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ მოლდოვურ პრესასთან ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა.

– როგორ შეაფასებთ შეხვედრას?

– ეს იყო რთული მატჩი, რომელშიც ორი გუნდი იბრძოდა გამარჯვებისთვის. ისეთი სიტუაცია იყო ჯგუფში, რომ როგორც ჩვენ, ასევე მოლდოვას სამი ქულა გვჭირდებოდა.

ამ გადმოსახედიდან ფრე კარგი შედეგია. პირველ ტაიმში ორი გოლი გავუშვით და ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა ნამდვილად დადებითად უნდა შეფასდეს.

– როგორ თვლით, დაიმსახურეთ ფრე?

– რა თქმა უნდა, დავიმსახურეთ! მეორე გოლის გაშვების შემდეგ, რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა და კიდევ, მინიმუმ, ორი გოლი უნდა გაგვეტანა. ასე, რომ, ჩემი აზით, მოგებასაც ვიმსახურებდით. თუმცა, მოლდოვასაც შეეძლო და ისიც იმსახურებდა სამ ქულას. მეტოქემ შესანიშნავად ითამაშა.

თუ ობიექტურად შევაფასებთ, 2:2 სამართლიანი შედეგია!

– მოლდოვას აკლდა ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი: გაცკანი და იონიცე. იცოდით ამის შესახებ?

– და, თქვენ თუ იცოდით, რამდენი მოთამაშე გვაკლდა?! არა? სასტარტო შემადგენლობის შვიდი ფეხბურთელი დღეს არ გვყავდა. ასე, რომ მეტოქის დანაკლისი ჩვენთვის სულაც არ ყოფილა დიდი სარგებლის მომტანი.

 უნდა გახსოვდეთ, რომ ტრავმები ფეხბურთის ნაწილია. იმის თქმაც დაზუსტებით შეგვიძლია, რომ ჩვენმა ამხელა დანაკლისმა თქვენზე დადებითად იმოქმედა და უპირატესობა მოგცათ. თუმცა, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ და არც ვფიქრობდით, რადგან ვანცობიერებთ, რომ ეს ამ სპორტისთვის სრულიად დამახასიათებელია.

მადლობა და მოლდოვის ნაკრებს მომდევნო შეხვერდებში გამარჯვებას ვუსურვებ!

ლეგიონი: ჯიღაურის “ვარდარმა” იმარჯვა, კვეკვესკირის “გაბალამ” სახლში ფრე გააგორა

დღეს მაკედონის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში პირველადგილოსანმა სკოპიეს “ვარდარმა” თანაქალაქელი “რაბოტნიცკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ ჯაბა ჯიღაურმა, რომელიც პირველი კლუბის რიგებში გამოდის, შეხვედრა სათადარიგოდან დაიწყო. იგი მოედანზე 61-ე წუთზე სომეხი ტიგრან ბარსეღიანის მაგივრად შევიდა.

ამ მოგებით მაკედონიურმა კლუბმა 56 ქულა დააგროვა და ცხრილში ლიდერობას არავის უთმობს. იგი მეორეადგილოსან “შკენდიას” ექვსი ქულით უსწრებს.

გადავიდეთ აზერბაიჯანის ჩემპიონატზე, სადაც დღეს 24-ე ტურში “გაბალა” “ზირას” შეხვდა. შეხვედრა ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

პირველ გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი გამოდის, რომელმაც მატჩი ძირითადიდან დაიწყო. იგი 71-ე წუთზე შეცვალეს.

ამ დაპირისპირების შემდეგ კვეკესკირის გუნდს 48 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ “ყარაბაღს” ოთხი ქულით ჩამორჩება.

“გაბალა” “ანდერლეხტთან” დამარცხდა – კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა

დღეს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “გაბალამ” საკუთარ მოედანზე “ანდერლეხტი” მიიღო. ამ უკანასკნელში ქართველი სპორტსმენი, ნიკა კვეკვესკირი გამოდის. მან მთელი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

მატჩი სტუმრების უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ, ბელგიურმა “ანდერლეხტმა”, ანგარიშით, 3-1 იმარჯვა.

კვეკევსკირის გაბალას 5 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

ნიკა კვეკვესკირმა “ხაზარ ლენქორანს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

20 მარტს, აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში, “ხაზარ ლენქორანმა” საკუთარ მოედანზე ბაქოს “ინტერი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

“ინტერის” სასტარტო შემადგენლობაში ნიკა კვეკვესკირი, ლაშა კასრაძე და ზურაბ ხიზანიშვილი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე, ნიკა კვევკესკირმა გაიტანა.

Nikanın möhtəşəm qolu ilə "İnter" hesabda irəli çıxdıKhazar Lankaran FC Official 0-1 İnter PİK⚽ Nika Kvekveskiri 29'

Posted by Azerbaijan Professional Football League on Sunday, 20 March 2016

ნიკა კვეკვესკირმა ევროპა ლიგაზე გაიტანა! (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა, სადაც ისლანდიის “ჰაფნაჰიორდური” ბაქოს “ინტერთან” 1-2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში მატჩის 54-ე წუთზე, სტუმართა ახალწვეულმა, ნიკა კვეკვესკირმა თერთმეტმეტრიანის ზუსტი შესრულებით გაიტანა.

მესამე მატჩში ეს ნიკასთვის მეორე გოლია. სადებიუტო შეხვედრაში “ლასთან” გატანილი გოლის ხარჯზე, “ინტერმა” მეორე ეტაპზე გამოაღწია.

კვეკვესკირი: „ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, რომ „ინტერში“ გადავედი“

გორის „დილადან“ ბაქოს „ინტერში“ გადასული ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი azerisport.com-ს გაესაუბრა და ახალ კლუბში პირველი შთაბეჭდილებების შესახებ უამბო.

„მიხარია, რომ „ინტერის“ მსგავს კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი“.

– რა იცით „ინტერის“ შესახებ?

„ვიცი, რომ ეს ის გუნდია, რომელიც ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. აქ ბევრ ქართველს უთამაშია“

– ზაურ სვანაძეს, ალბათ, უკვე ესაუბრეთ

„მიხარია, რომ ასეთ სპეციალსიტთან ვიმუშავებ. ის მართლა მაღალი დონის სპეციალისტია“

– თქვენი „ინტერში“ მოსვლის მიზეზი რა გახდა?

„ლეგიონერის ცხოვრების გაგება მინდოდა. იმედია, გუნდს წარმატებას მოვუტან. შევეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო, რათა „ინტერმა“ ახალ სეზონშიც წარმატებულად ითამაშოს“

– ვარჯიშს როდის დაიწყებთ?

„პირველ ვარჯიშზე უკვე ვიყავი“

– სავარაუდოდ, თქვენს გადაწყვეტილებაზე იმ გარემოებამაც იმოქმედა, რომ „ინტერი“ დედაქალაქური კლუბია…

„ბაქო ძალიან მომეწონა. ეს ნამდვილად ლამაზი ადგილია“

– კონტრაქტი რამდენი ხნით იმოქმედებს?

„ერთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ“

– „ინტერში“ ერთადერთი ქართველი არ იქნებით. ადაპტაციის პრობლემა არ უნდა იყოს…

„აქ ისეთ ფეხბურთელები შეიკრიბნენ, რომ ჩემი თანამემამულეების გარეშეც ყველაფერი გამოვიდოდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ზაურ სვანაძისა და გიორგი ლომაიას ხილვა მიხარია.

– „ინტერის“ ფინანსური პრობლემების შესახებ თუ იცით?

„ეს ჩემი საქმე არ არის. ამ თემაზე საუბარი არ მსურს. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყველაფერი კარგად იქნება“

– როდესაც „დილას“ ტოვებდით, ალბათ, სხვა კლუბების წიანდადებაც გექნებოდათ

„ამჟამად „ინტერის“ ფეხბურთელი ვარ. არამგონია, სხვა კლუბების წიანდადებებზე საუბარი ეთიკური იყოს. სხვა კლუბები არ მაინტერესებს, მაგრამ „დილას“ ყოველთვის ვუგულშემატკივრებ“