ჯ.მარტინესი: “ატლეტიკოში გადავდივარ”

კოლუმბიელმა თავდამსხმელმა, ჯექსონ მარტინესმა დაადასტურა, რომ კარიერას მადრიდულ გუნდში გააგრძელებს.

28 წლის წინახაზელი “პორტუს” ტოვებს და უკვე ნათელია, რომ მისი მომდევნო კლუბი “ატლეტიკო” იქნება.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ჯექსონს “არსენალი”, “მილანი” და “ატლეტიკო” ეპატიჟებოდა და საბოლოოდ მარტინესმა ესპანეთს მიაშურა.

“შემიძლია დავადასტურო, რომ ჩემი მომდევნო გუნდი “ატლეტიკოა”. ჩემი კონტრაქტი ოთხწლიანია. ოფიციალური წარდგენა კოპა ამერიკის შემდეგ მოხდება,”-განაცხადა კოლუმბიელმა.