ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა — საბოლოო შედეგები

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” დასრულებულია. საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე რუსეთის დელეგაცია გავიდა, რომლის აქტივშიც 17 ოქროს, 9 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედალია.

საქართველოს დელეგაცია მეათე ადგილზე გავიდა, მოიპოვა 4 ოქროს და 6 ბრინჯაოს მედალი. საქართველოს ოქროს მედლები ძიუდოისტებმა მოუპოვეს: რობინზონ ბეგლარიშვილი (60 კგ), მზია ბებოშვილი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ონისე სანებლიძე (90 კგ);

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: თემურ ნოზაძე (55 კგ), ზურაბ კახნიაშვილი (50 კგ), ნატალია ყიფშიძე (48 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), გელა ზაალიშვილი (+90 კგ), ერთი ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს ტანმოვარჯიშე დიმიტრი გოვოროვმა შესძინა.

 

აქვე გთავაზობთ ზედა ოცეულს:

Tbilisi 2015 medals

ევროპის ოლიმპიური თამაშები დასრულდა — ქართველთა შედეგები

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ევროპის პირველი ოლიმპიური თამაშები დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა სულ 16 მედალი მოიპოვეს, აქედან ორი ოქროს მედალია, რომლებიც ძიუდოისტებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (100+) მოიგეს. გარდა ამისა, ქართველთა აქტივში 6 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალია.

გასაკვირი არ არის, რომ ქართველი სპორტსმენები ყველაზე წარმატებულად სწორედ ძიუდოში გამოვიდნენ: ძიუდოისტებმა 2 ოქროს (ავთანდილ ჭრიკიშვილი, ადამ ოქრუაშვილი), 3 ვერცხლის (ნუგზარ ტატალაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, გუნდური) და 1 ბრინჯაოს მედალი (ამირან პაპინაშვილი) მოიპოვეს.

ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ვერცხლის (ბექა ლომთაძე, ელიზბარ ოდიკაძე) და 3 ბრინჯაოს მედალი (ჯუმბერ ყველაშვილი, სანდრო ამინაშვილი, გენო პეტრიაშვილი) მოიპოვეს.

მშვილდოსნობაში ვერცხლის მედალი (ხათუნა ნარიმანიძისა და ლაშა ფხაკაძის წყვილი) გვერგო.

ქართველმა სამბოისტებმა 3 ბრინჯაოს მედალი (ვახტანგ ჩიდრაშვილი, კახა მამულაშვილი, დავით კარბელაშვილი) მოიპოვეს.

ტანვარჯიშში ერთი ბრინჯაოს მედალი (სალომე ფაჟავა) მოვიპოვეთ.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 21-ე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება პირველ ათეულს, ის ასე გამოიყურება:

Medals