დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები იმართება.
ერთ-ერთ შეხვედრაში “ნაპოლი” “ბენფიკას” უპირისპირდება. იტალიელებმა უკვე მოახერხეს და ოტხი გოლი გაუტანეს მეტოქეს. პორტუგალიელების კარი დრის მერტენსმა აიღო.
საგულისხმოა, რომ “ნაპოლის” აქამდე არასდროს გაუტანია ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 4 გოლი. შესაბამისად, დღეს ბელგიელის გოლით, იტალიურმა კლუბმა საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა და ახალი რეკორდი დაამყარა.