“გაბალას” თავკაცი: “საპასუხო შეხვედრაში გამარჯვების იმედი მაქვს”

დღეს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. აზერბაიჯანის “გაბალა” “დინამო თბილისს” მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

“გაბალას” მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა განაცხადა, რომ მის გუნდს აქტიური ქომაგობა გარანტირებული ექნება და მოსაგებადაც იბრძოლებს.

“ყველანი ველოდებით ამ დაპირისპირებას, რომელიც ურთულესი იქნება. თბილისური მატჩი ჩვენთვის არასასურველი ანგარიშით დასრულდა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებას ვიმედოვნებ. ჩვენ კარგად გავაანალიზეთ პირველი მატჩში დაშვებული შეცდომები და შევეცდებით, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. “გაბალას” სტადიონს გულშემატკივარი აზერბაიჯანის ჩემპიონატში არ აკლია, ხვალ კი, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი ინტერესი იქნება და ხმაურიანი მხარდაჭერა გარანტირებული გვექნება”, – გრიგორჩუკის სიტყვებს “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “გაბალასა” და “დინამოს” შორის დღეს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

„გაბალას“ თავკაცი: „ანგარიშით 5:0 მოგება გვსურს“

„დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში მოახლოებული შეხვედრის შესახებ „გაბალას“ მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმაც ისაუბრა.

„დარბაზში უამრავი ადამიანია, რაც სასიამოვნოა. „დინამოს“ საკმარისად მცოდნე თავკაცი ჰყავს.

„დინამოზე“ გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ. სეზონის ბოლოს კლუბმა მთავარი მწვბრვთნელი შეიცვალა.

გაცილებით დიდი ცვლილებები ჩვენს კლუბში მოხდა. გუნდი 13 ფეხბურთელამდე დატოვა, მათი ადგილი კი არანაკლებად გამოცდილმა ახალწვეულებმ,ა დაიკავეს. შეიძლება ითქვას, რომ „გაბალა“ განახლდა“, – აღნიშნა უკრაინელმა სპეციალისტმა.

პრესკონფერენციის ბოლოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა გრიგორჩუკს მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაზე ჰკითხე, რაზეც ხუმრობით საინტერესო პასუხი მიიღო:

„თუ შედეგზე ვითამაშებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ნომრად ვიმოქმედებთ. მეორე ნორმად თამაშს არ ვაპირებთ. გვაწყობს თუ არა ანგარიში 0:0? არა, მხოლოდ ანგარიში 5:0 გვაწყობს“, – სიცილით განაცხადა გრიგორჩუკმა.