“ლივერპულის” სამიზნეს “ინტერის” დატოვების უფლება მისცეს

მერსესაიდული “ლივერპულის” სამიზნე, ჯეფრი კონდოგბია ერთ-ერთია იმ ხუთ ფეხბურთელთაგან, რომლებსაც “ინტერის” ხელმძღვანელებმა ზამთარში კლუბის დატოვების უფლება მისცეს.

როგორც იცით, 23 წლის ნახევარმცველმა “სან სიროზე” საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა ვერ მოახერხა, ამიტომაც საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ ის “ნერაძურიში” მომავალმა წმენდამ შეიწიროს.

მსგავსად კონდოგბიისა, კლუბის დატოვების უფლება ჯონათან ბიაბიანიმ, ფელიპე მელომ, სტეფან იოვეტიჩმა, როდრიგო პალასიომ და დეივიდ სანტონმა მიიღეს, თუმცა მათ რიგებში ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ფრანგი ნახევარმცველია.

რაც შეეხება ტრანსფერის პოტენციურ ღირებულებას, ის 22 მილიონ ევროს შეადგენს, რისი გადახდაც იურგენ კლოპის მხარეს ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს.

“ინტერის” განაცხადი “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე”

დღეს “იუვენტუსის” მსგავსად, მეორე იტალიურმა კლუბმაც, მილანის “ინტერმაც” დაასახელა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც გუნდს ავსტრალიაში გაჰყვებიან და  “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” მიიღებენ მონაწიელობას. საგულისხმოა, რომ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ არც ერთი ის მოთამაშე არ შეიყვანა სიაში, რომლებმაც “ევრო 2016” ან “კოპა ამერიკაზე” მიიღეს მონაწილეობა.

ფეხბურთელთა ჩამონათვალი ასეთია:

მეკარეები: ჰანდანოვიჩი, კარიზო, ბერნი, დი გრეგორიო.

მცველები: რანოკია, ანსალდი, ერკინი, მირანდა, დ’ამბროზიო, ნაგატომო, მიანგუე, დელა ჯოვანა.

ნახევარმცველები: კონდოგბია, ბესა, ნიუკური, მელო, ძონტა.

ფორვარდები: პალასიო, იკარდი, იოვეტიჩი, ბიაბიანი, ბაკაიოკო, პინამონტი.

კონდოგბიამ “ინტერთან” გააფორმა

22 წლის ჯოფრი კონდოგბიამ მილანის “ინტერთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ინფორმაციას მილანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით “ინტერმა” მოთამაშეში “მონაკოს” 35 მილიონი ევრო გადაუხადა.

კონდოგბიამ გასულ სეზონში “მონაკოს” შემადგენლობაში 33 მატჩ ჩაატარა და 2 გოლს გატანა შეძლო.

“მოონაკოში” გადასვლამდა ის “ლანსის” და “სევილიას” შემადგენლობაში თამაშობდა.