ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ტურნირის ფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში ყაზახი მიხაილ კუკუშკინი ორ სეტში 7:6 (7:5), 6:1 დაამარცხა. პირველ სეტში მოპოვებული მძიმე გამარჯვების მიუხედავად, მთლიანი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა ბასილაშვილის უპირატესობა. ქართველ ჩოგბურთელს შეხვედრის განმავლობაში 14-ჯერ ჰქონდა ბრეიქპოინტი, აქედან სამი დაასრულა წარმატებულად. მატჩმა 1 საათსა და 46 წუთს გასტანა.

ტურნირის ფინალურ მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე რაიან ჰარისონსა და დონალდ იანგის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.

ბასილაშვილმა მსოფლიოს მერვე ჩოგანი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიაში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა და მთავარი სენსაციის ავტორი გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ავსტრიელ დომენიკ თიმს შორის შეხვედრა, საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 36-ე ჩოგანს, 27 წლის მარტინ კლიჟანს შეხვდება.

მიმდინარე ტურნირზე ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

საქართველო vs ფინეთი 1:1 – დევისის თასზე გადამწყვეტი შეხვედრები 4 და 5 თებერვალს გაიმართება

3 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩოგბურთში დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პირველი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა საქართველოსა და ფინეთის ნაკრებ გუნდებს შორის.

საწყის შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (89-ე მსოფლიო რეიტინგში), რომელმაც 3:1 (2:6, 6:1, 6:4, 6:1) დაამარცხა ეერო ვაასა და საქართველო 1:0 დააწინაურა, პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩი კი გიორგი ცივაძესა და ჰარი ჰელიოვარას შორის ფინელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დარსულდა 3:0 (7;5, 6:2, 6:1 ) და საერთო ანგარიში გუნდებს შორის 1:1 გახდა.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საჩოგბურთო შეხვედრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო, რომელმაც საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვა, გულშემატკივარს კი დარჩენილ შეხვედრებში ქართველი ჩოგბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ნაკრები დაამარცხებს ფინეთის ნაკრებს და შემდგომ ეტაპზე გადავა. როგორც ჩოგბურთის ფედერაცია ასევე სამინისტრო მაქსიმალურად უწყობს ხელს სპორტსმენებს იმისათვის, რომ ყველამ სასურველი შედეგი მივიღოთ და ერთობლივი ძალებით წარმატებას მივაღწიოთ. მსურს, ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, ვინც ესწრება ნაკრების თამაშებს და დარჩენილ მატჩებში კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოვუწოდო.”

საქართველოსა და ფინეთის საჩოგბურთო დაპირისპირება სამი დღის მანძილზე გრძელდება, მეორე სათამაშო დღეს, 4 თებერვალს წყვილები ითამაშებენ – ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი/გიორგი ცივაძე და ჰარი ჰელიოვაარა/ემილ რუუსუვუორი დაუპირისპირდებიან (დასაწყისი 15:00), დასკვნით მესამე სათამაშო დღეს, 5 თებერვალს ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი პატრიკ ნიკლას სალმინენს შეხვდება, გიორგი ცივაძე კი ეერო ვასას. ბოლო სათამაშო დღეს მატჩები 13:00 საათზე დაიწყება.

საქართველოსა და ფინეთის წყვილს შორის გამარჯვებული გუნდი პირველ ზონაში გადასასვლელად ლიტვა-მადაგასკარს შორის უძლიერესთან ითამაშებს, ხოლო წაგებული ზონაში დასარჩენად ზემოაღნიშნულ მატჩში დამარცხებულს გაუწევს მეტოქეობას.

სამინისტროს პრესსამსახური

ბასილაშვილმა ბრაზილიელი ჩოგბურთელი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრაზილიელი როჯერიო დუტრა და სილვა ორ სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა და სიდნეის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. შეხვედრა 1 საათი და 7 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 26 წლის პორტუგალიელი ჩოგბურთელი გასტაო ელიასი იქნება, რომელიც ATP-ს რეიტინგში 81-ე ადგილს იკავებს. პორტუგალიელმა პირველ შეხვედრაში იტალიელი ლუკა ვანი სამ სეტში 6:4, 4:6, 6:2 დაამარცხა.

გასტაო ელიასსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის შეხვედრა 8 იანვარს, თბილისის დროით დილის 6:00 საათზე დაიწყება.

დღეს ბასილაშვილის მეტოქე ბრაზილიელი ჩოგბურთელი იქნება

დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი სიდნეის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 32 წლის ბრაზილიელი როჟერიო და სილვა იქნება, რომელიც ATP-ს რეიტინგში 98-ე ადგილს იკავებს.

ბასილაშვილსა და როჟერიო და სილვას შორის შეხვედრა თბილისის დროით დილის 8:00 საათზე დაიწყება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 495 630 აშშ დოლარს შეადგენს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რიოს ლიცენზია მოიპოვა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ინფორმაცია დაგვიდასტურეს ოლიმპიურ კომიტეტში. ეს საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის რიგით 38-ე ოლიმპიური ლიცენზიაა.

ბასილაშვილი რიოში გამორიცხვის მეთოდით მოხვდა, ანუ ზოგიერთი ქვეყნის ჩოგბურთელმა ოლიმპიადაზე გამგზავრებაზე უარი თქვა, რამაც ქართველ ჩოგბურთელს ბრაზილიაში გამოსვლის შესაძლებლობა მისცა. ცხადია, ეს ფაქტი ბასილაშვილის წარმატებას არ აკნინებს, რადგან ქართველი სალიცენზიო ზონასთან სიახლოვეს ყოფნას ახერხებდა და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწია.

დამოუკიდებლობის შემდეგ ბასილაშვილი იქნება პირველი ვაჟი ჩოგბურთელი, ვინც საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე გამოვა. ამის შანსი ჰქონდა 1996 წელს ირაკლი ლაბაძეს, მაგრამ მას ატლანტაში აღარ უთამაშია. შეგახსენებთ, XXXI ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

1/16-ფინალში 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მე-20 ნომრად განთესილ, ესპანელ ბაუტისტა აგუტთან სამ სეტში 6:7, 0:6, 1:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო სამი ეტაპი წარმატებით დაძლია. ტურნირის პირველ წრეში მან არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს აჯობა, მეორე წრეში კი ესპანელი ფელისიანო ლოპესი დაამარცხა.