სამუელ ეტო’ო თურქ გულშემატკივარს 100 000 ევროზე დაენიძლავა

თურქული “ანტალიასპორის” ვარსკვლავმა, სამუელ ეტო’ომ კლუბის ერთ-ერთ გულშემატკივართან ძალზედ საინტერესო სანაძლეო “დადო”, რომლის თანახმადაც ეტო’ომ ფანს 100 000 ევრო უნდა გადაუხადოს, მისი გუნდი სეზონს ათეულში თუ არ დაამთავრებს.

საქმე იმაშია, რომ თურქული გუნდი ახალ სეზონს საშინელ ფორმაში შეხვდა. “ანტალიასპორმა” პირველი 7 მატჩიდან მხოლოდ 3 ქულის მოპოვება მოახერხა, ისიც 3 ფრედ დასრულებული მატჩის წყალობით. მათი მომდევნო მეტოქე კი “ბეშიქთაში”, ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.

როდესაც აუტსაიდერ “რიზესპორთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ თურქული გუნდის ფანმა, მეჰმედ აქდენიზმა ეტო’ოს კლუბის ცუდ ფორმაზე შესჩივლა, სამუელმა განაცხადა: “სეზონის ბოლოს ათეულში ვიქნებით. ასე თუ არ იქნა, 100 000 ევროს მოგცემ, დამიჯერე.”

მესი კარიერას თურქეთში გააგრძელებს?

თურქეთის ჩემპიონატის ახალწვეულები ხალხის ყურადღების მიქცევას დიდი ტრანსფერებით ცდილობენ.

თურქული კლუბი “ანტალიასპორი”, რომელიც მიმდინარე წელს უმაღლეს ლიგაში აღზევდა, უკვე დაიმატა “ბარსელონას” ორი ექს-ფორვარდი, რონალდინიო და სამუელ ეტო’ო.

ახლა კი, გუნდის პრეზიდენტი, გიულთექინ გენჩერი ამბიციურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ლეო მესის დამატებაზეც არ იტყვიან უარს.

“კარგი იქნება, თუ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში არგენტინელ ვარსკვლავსაც დავიმატებთ,”-აცხადებს გენჩერი თურქულ გადაცემაში.

შეგახსენებთ, რომ გუნდმა უკვე მოასწრო 40,000 კაციანი სტადიონის აშენება, რომელიც სულ ცოტა ხანში სრულ მზადყოფნაში იქნება.