უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს.
36 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა “ქაირათთან” 18-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ტიმოშჩუკი ახალ კლუბში 44-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ქაირათი” ევროპის ლიგაზეც მონაწილეობს, რომლის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბული “ცრვენა ზვეზდა” სტუმრად ანგარიშით 2:0 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა ყაზახეთში 9 ივლისს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ფეხბურთელი მანამდე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” თამაშობდა. ტიმოშჩუკმა რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა.