იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კარლო ტავეკიოს თქმით, ნაკრების თავკაცობის კანდიდატთა შორის 4-5 სპეციალისტია.
„არ ვიჩქარებთ. საქმე უბრალო სიტუაციასთან არ გვაქვს, ეროვნულ ნაკრებთან მუშაობის გეგმას ვცვლით. ყველა გუნდისა და მწვრთნელის კოორდინატორი გაგვიჩნდება, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს. გადაწყვეტილება არ შემიცვლია, ყველა კანდიდატის დადებით და უარყოფით თვისებებს შევისწავლით.
არჩეული კანდიდატი გამოცდილი და უმაღლესი დონის კომპეტენციის მფლობელი იქნება. ტექნიკურ გუნდს ჩამოვაყალიბებთ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება.
ამ პოსტისთვის 4-5 კანდიდატი გვყავს“, – ციტირებს ტავეკიოს „Football Italia“.