“მანჩესტერ იუნაიტედის” მარცხენა მცველი, ალექსანდრ ბიუტნერი აცხადებს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს, მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.
“რა თქმა უნდა, ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია. ჩვენი შესაძლებლობების გვჯერა. გვქონდა შანსები იმისა, რომ უფრო მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ”, – ამბობს ახალგაზრდა ფეხბურთელი.