გიორგი თევზაძის ოპერაცია წარმატებით დასრულდა (ფოტო)

თბილისის “დინამოს” მარცხენა მცველ გიორგი თევზაძეს კოჭ-წვივზე ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც კარგად დასრულდა და სულ მალე ახალგაზრდა ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პროცესის გავლას შეძლებს, 2-3 თვეში კი დიდი ალბათობით მინდორს დაუბრუნდება.

ოპერაცა MediClubGeorgia-ში ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ თევზაძე ყოფილმა თანაგუნდელებმა, ლაზარე კუპატაძემ, ჯიმი ტაბიძემ და გურამ გოშთელიანმა მოინახულეს.

A post shared by Giorgi Tevzadze (@tevza16) on

„საბურთალოსა“ და 19-წლამდელთა ნაკრების მცველი „დინამოში“ გადავიდა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველს გიორგი თევზაძეს დღეიდან ახალი სამუშაო ადგილი აქვს. როგორც „საბურთალოს“ ოფიციალური საიტი წერს, ახალაგზრდა ფორვარდი კარიერას თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაია გააგრძელებს.

თევზაძე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „საბურთალოს“ შემადგენლობაში მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ზაფხულში „დინამომ“ „საბურთალოს“ უკვე მეორე ფეხბურთელი დაიმატა – აქამდე „ლურჯ-თეთრებს“ ბაჩანა არაბულიც შეუერთდა.

თევზაძე “დინამოში”, კუპატაძე “ლოკომოტივში”

გიორგი თევზაძე, რომელიც წლების განმავლობაში “საბურთალოს” ფეხბურთელი გახლდათ, კარიერას მრავალგზის ჩემპიონთა რიგებში გააგრძელებს – თბილისის “დინამომ” ტრანსფერი განახორციელა და ამიერიდან საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ტიტულოვანი კლუბის მაისურას მოირგებს.

წლეულს, “საბურთალოდან” თბილისის “დინამოში” მეორე ტრანსფერი განხორციელდა – ივნისის დასაწყისში გია გეგუჩაძის კლუბს ბაჩანა არაბული შეუერთდა.

ასევე დედაქალაქურ კლუბში, “ლოკომოტივში” გაირჯება მეკარე ლაზარე კუპატაძე, რომელიც “რკინიგზელთა” რიგებში” იჯარის წესით ითამაშებს.