ოფიციალურად: გურამ კაშია “სან ხოსეს” ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მცველი, გურამ კაშია ამიერიდან ამერიკის MLS-ში მოასპარეზე “სან ხოსეს” ღირსებას დაიცავს. ამერიკული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა “ვიტესიდან” ფეხბურთელის შეძენა დაადასტურა.

კაშიას “სან ხოსეში” თამაშის უფლება 10 ივლისიდან შეეძლება. 30 წლის მცველს ახალ გუნდში ყოფილი თანაკლუბელი, ვაკო ყაზაიშვილი დახვდება.

“ისეთ მოთამაშეს ვეძებდით, რომელიც ჩვენს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა და მაღალი დონის ცენტრალური მცველი იქნებოდა – გურამი სწორედ ასეთია. ის გამოცდილია და ლიდერის ხასიათი აქვს. ვფიქრობ, მისი დამატებით მნიშვნელოვნად გავძლიერდებით”, – განაცხადა “სან ხოსეს” გენერალურმა მენეჯერმა ჯესიო ფიორანელიმ.

გურამ კაშია “ვიტესი” 2010 წელს თბილისის “დინამოდან” გადავიდა. 30 წლის მცველს არნემში ძალიან აფასებენ და ის გულშემატკივრების საყვარელ ფეხბურთელად ითვლებოდა.

ევროპა ლიგაზე “ვიტესის” მეტოქე ცნობილია

სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა ევროპა ლიგის კენჭისყრა, სადაც ცნობილია თუ ვინ ვის შეხვდება მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

მესამე ეტაპიდან ერთვება გათამაშებაში არნემის “ვიტესი”, სადაც ორი ქართველი ლეგიონერი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს. ჰოლანდიური გუნდი ინგლისურ “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდება.