“არსენალმა” ობამეიანგის ტრანსფერი შეათანხმა

“ბორუსია დორტმუნდის” თავდასხმელი ახლოსაა ნისლიან ალბიონზე გადასვლასთან.

Reviersport-ის ინფორმაციით, “არსენალმა” გაბონელი შემტევის, პიერე-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერი შეათანხმა, რომელსაც გუნდი 31 მილიონად აფასებს.

არსენ ვენგერს ფრანგი შემტევის, კარიმ ბენზემას გაფომება სურდა, მაგრამ ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, 26 წლის ფორვარდის დამატებაზე იმუშავა.

გასულ სეზონში, ობამეინაგმა ბუნდესლიგაში 32 მატჩში 16 გოლი შეაგდო.