დღეს, „ახალ სპორტის სასახლეში“, ვითიბი გაერთიანებული საკალათბურთო ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მატჩი გაიმართა, რომელშიც „ვითამ“ ტალინის „კალევი“ მიიღო. იქიდან გამომდიანრე, რომ თბილისელთა დღევანდელი მეტოქე ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება, „ვითასგან“ ამ შეხვედრაში პირველ მოგებას ელიდნენ, თუმცა ნანატრ გამარჯვებას გუნდმა ვერც ამჯერად მიაღწია და მხოლოდ ერთი ქულით – 77:78 დამარცხდა.
„კალევმა“ პირველივე წუთებიდან ინიციატივა მოიპოვა, მისი მთავარი შემსრულებელი კი NBA-ს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის სტეფ კარის მოგვარე მორის კარი იყო. პირველ მეოთხედში მან თამაშიდან 5 შანსი გამოიყენა და მთლიანად „ვითაზე“ მხოლოდ 2 ქულით ნაკლები დააგროვა – მეოთხედი სტუმრებმა 19:15 მოიგეს. კარის სათადარიგოთა სკამზე გადასვლის შემდეგ „კალევი“ არანაკლებად ეფექტურად თამაშობდა. ესტონელთა ყოველი შეტევა ზუსტი სროლით სრულდებოდა, დიდი შესვენების წინ ალან ვარაკის გუნდი 41:30 იგებდა. სათქმელია, რომ „ვითამ“ ბევრი საჯარიმო სროლა ვერ გამოიყენა, რაც, როგორც გაირკვა, საბედისწერო აღმოჩნდა.
მეორე ნახევარში „ვითას“ კალათბურთელებმა ძალები იპოვეს და სხვაობის „-3“-მდე შემცირება შეძლეს. თავის მხვრივ, ამან სტუმრების გააქტიურება გამოიწვია. ტალინელთა მხრიდან როლანს ფრეიმანისმა და გრეგორ არბერმა საკმარისაც კარგად ითამაშებს. სამწუხაროდ, „ვითას“ მეორე ასეთი წარმატებული მონაკვეთისთვის ძალები აღარ ეყოთ. შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე ომარ ტომასმა სხვაობა კვლავ 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა სენსაცია ვერ შედგა. მატჩის ბოლოს „ვითას“ ახალწვეულის დანიელ ბერჯარანოს შორეული სროლა ზუსტი გამოდგა, თუმცა მატჩის დასრულებამდე მხოლოდ 0,1 წამი რჩებოდა, ბურთი თამაშში კი სტუმრებს უნდა შეეყვანათ…
არაერთი გამოუყენებელი მომენტის მიუხედავად, „ვითას“ რიგებიდან 28 ქულით საუკეთესო ომარ ტომასი იყო. სტუმართა რიგებიდან 20 ქულით ფრეიმანსი გამოირჩა.
შემდეგი მატჩი „ვითას“ კვლავ სახლში ელის – ქართული კლუბი ოთხშაბათს, 17 თებერვალს, მე-11 ადგილზე მყოფი „ბაიზონს“ შეხვდება.
„ვითა“ – „კალევი“ 77:78 (15:19, 15:22, 25:20, 22:17)
მატჩის სრული სტატისტიკა
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები: