ბეჟარანო ვითიბი ლიგის ტურის MVP-დ დასახელდა

თბილისის „ვითას“ ამერიკელი ლეგიონერი დანიელ ბეჟარანო ვითიბი გაერთიანებულმა საკალათბურთო ლიგამ რეგულარული ჩემპიონატის 27-ე ტურის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დაასახელა.

„ცმოკი მინსკთან“ მოგებულ შეხვედრაში, რომელშიც „ვითამ“ ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა, დანილელი თავისი გუნდის რიგებიდან სტატისტიკურად საუკეთესო იყო – მისმა მონაგარმა 21 ქულა და 6 მოხსნა შეადგინა.

_SPuXBX11Zs

„ვითამ“ ქუთაისს მადლობა გადაუხადა

თბილისის „ვითამ“ ვითიბი გაერთიანებული საკალათბურთო ლიგის საშინაო მატჩი პირველად დედაქალაქის გარეთ ჩაატარა – „ენისეისთან“ შეხვედრა ქალაქ ქუთაისის სპორტის სასახლეში შედგა. ამასთან დაკავშირებით კლუბმა თავის „ფეისბუქის“ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ქალაქს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა საქართველოში ყველაზე თბილ და ყველაზე საკალათბურთო ქალაქ ქუთაისს მასპინძლობისთვის!
ასევე დიდი მადლობა ქუთაისელ გულშემატკივარს იმისთვის რომ გუშინ ყველა ერთად ვგულშემატკივრობდით ჩვენს ქართულ კლუბს და მაშასადამე საქართველოს.

‪#‎ვითაჩვენიგუნდია‬“, – წერია „ვითას“ განცხადებაში.

„ენისეისთან“ მატჩი „ვითას“ 13-ქულიანი წაგებით დასრულდა (72:85).

„ვითა“ – „ბაიზონსი“ „ახალ სპორტის სასახლეში“ 21:00 საათზე დაიწყება

დღეს, თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ ვითიბი ლიგის მორიგი მატჩი შედგება, რომელშიც თბილისის „ვითა“ ამჟამად მეშვიდე ადგილზე მყოფ ფინურ „ბაიზონსს“ მიიღებს. როგორც ცნობილია, დღევანდელი შეხვედრა საღამოს 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, წინა ტურში, რომელიც კვირას შედგა, საშინაო მატჩში „ვითა“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ტალინის „კალეევთან“ პიველ გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ქულით დამარცხდა.

„ვითას“ მატჩი „ახალ სპორტის სასახლეში“ 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება

დღეს, 14 თებერვალს, ვითიბი გაერთიანებული საკალათბურთო ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში ტურნირის აუტსაიდერი თბილისის „ვითა“ ტალინის „კალევს“ უმასპინძლებს.

როგორც ცნობილია, ისევე, როგორც „ვითას“ ბოლო საშინაო შეხვედრა, ეს მატჩიც თბილისის „ახალ სპორტის სასაახლეში“ შედგება, სადაც „ვითა“ „ა-ლიგის“ მატჩებს ატარებს და სადაც სუპერლიგის შეხვედრები იმართება. გარდა ამისა, ჩვეული 18 საათსა და 30 წუთის ნაცვლად, მატჩი 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, რასაც კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.

ცნობისთვის, „კალევი“ ამჟამად ვითიბი ლიგის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

თომასის 33 ქულამ „ვითა“ „კრასნი ოკტიაბრთან“ ვერ გადაარჩინა

ვითიბი ერთიანი საკალათბურთო ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში თბილისის „ვითა“ ვოლგოგრადში ადგილობრივ „კრასნი ოკტიაბრს“ ეწვია და მხოლოდ სამი ქულით დამარცხდა.

პირველი ნახევრის განმავლობაში ქართული კლუბი მეტოქესთან თანაბრად თამაშობდა, თუმცა დიდი შესვენების წინ მხოლოდ ერთი ქულით 43:44 მარცხდებოდა. მესამე მეოთხედში მასპინძლებმა სერიოზული უპირატესობა (19 ქულა) მიიღეს, ბოლო ათ წუთში კი სტუმრებმა იმდენი მოახერხეს, რომ სხვაობა სამამდე შეამცირეს.

„ვითას“ შემადგენლობაში და ზოგადად მატჩში საუკეთესო ამ მატჩში ამერიკელი ახალწვეუელი ომარ თომასი იყო, რომელმაც 33 ქულა დააგროვა. სათქმელია, რომ მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულით შემცირდა, მაგრამ შეხვედრის ოვერტაიმში გადატანა „ვითამ“ ვერ შეძლო.

საბოლოოდ, „კრასნი ოკტიაბრმა“ ანგარიშით 85:82 გაიმარჯვა. საუკეთესო გამარჯვებულთა რიგებიდან ჯერი ჯეფერსონი იყო, რომელმაც 18 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

„კრასნი ოკტიაბრი“ – „ვითა“ 85:82 (25:24, 19:19, 29:11, 12:28)

მატჩის სრული სტატისტიკა

რატომ მონაწილეობს „ვითა“ ვითიბი ლიგაში?

მოგეხსენებათ, ვითიბი გაერთიანებული საკალათბურთო ლიგის მიმდინარე სეზონში ასპარეზობა თბილისის „ვითამ“ დაიწყო. სამწუხროდ, კლუბმა გულშემატკივართა მოლოდინი ვერ გაამართლა. „ვითაში“ უამრავი პრობლემა აღმოჩნდა, მათ შორის მოთამაშეთა ხელფასების დაგვიანება. ამ პერიოდში კლუბი რამდენიმე წამყვანმა კალათბურთელმა დატოვა, თუმცა იყო შევსებაც. 2015 წლის მიწურულს „ვითას“ მთავარი მწვრთნელიც შეიცვალა, ასევე კლუბმა გამოცდილი ამერიკელი ლეგიონერები დაიმატა. რეგულარული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ თბილისელებმა 15 მატჩდან ყველა წააგეს. ამასთან დაკავშირებით კლუბმა თავის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გევრდზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„რატომ მონაწილეობს ჩვენი კლუბი ვითიბი ლიგაზე?

ეს კითხვა ყველაზე აქტუალურია 2015 წლის მაისის მერე, როგორც კი ჩვენი კლუბის სახელი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გაჟღერდა დიდ ევროპულ კალათბურთში.

ჩვენი კლუბის სახელით გულშემატკივარს გვინდა ბოდიში მოვუხადოთ რომ აქამდე ნაკლები დრო გვქონდა როგორც გულშემატკივართან ურთიერთობისთვის, ასევე ვითიბი ლიგასთან და “ვითასთან” დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ. თუმცა დღეს უკვე დამთავრდა პირველი წრე და ალბათ უკვე დროა ვისაუბროთ ყველაფერზე რაც აქამდე გადაგვხვდა თავს.

ქართული კლუბის მონაწილეობის იდეა პრესტიჟულ ევროტურნირებზე ვის არ უნატრია? მოდით მიმოვიხილოთ თუ რა ვარიანტები გვქონდა ან გვაქვს.

ULEB – Union of European Leagues of Basketball
ევროპული საკალათბურთო ლიგების გაერთიანება რომელიც კატალონიური პროექტია. ვგულისხმობ ინიციატივას, ხელმძღვანელობას და გავლენებს. ორგანიზაცია რომლის სათაო ოფისი ბარსელონაში მდებარეობს და ითვლება კერძო ინიციატივად.

Turkish Airlines Euroleague – euroleague.net
ULEB-ის მიერ ორგანიზებული ევროპის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი სადაც მონაწილეობს კონტინენტის 24 საუკეთესო კლუბი მაგ. Real Madrid, FCB, CSKA Moscow, Maccabi Tel Aviv, Bayern Munich, Panathinaikos, Fenerbahce, Olympiacos და ა.შ. ალბათ ადვილი მისახვედრია რომ თავის დროზე ULEB-ის მთავარი კოზირი FC Barcelona-ს მონაწილეობა იყო ევროლიგაზე, რომლის ირგვლივაც კატალონიელებმა განიმტკიცეს საკუთარი პოზიციები ევროპულ საკალათბურთო პოლიტიკაში.

Eurocup – eurocupbasketball.com
ევროქაფი ULEB-ის მეორე დონის პროექტია სადაც ტოპ კლუბები რეალურად ევროლიგის დონის არიან. ევროქაფზე ამ სეზონში 36 კლუბი მონაწილეობს სადაც 6 ქვეჯგუფშია გადანაწილებული 6-6 გუნდი.
ქვეჯგუფში თითოეულ კლუბს შესაბამისად 10 თამაში უწევს, 5 შინ და 5-იც გასვლაზე. თუ ქვეჯგუფიდან გასვლას ვერ მოახერხებ, ამ ხუთიოდე საშინაო შეხვედრაში მორჩება ყველაფერი შენი გულშემატკივრისთვის. არც ის არის ფაქტი რომ რომელიმე გრანდი შეგხვდეს ქვეჯგუფში, ან შედარებით ცნობილი კლუბი მაინც სულ მცირე ინტერესი რომ გაუჩნდეს მაყურებელს, ხოლო გულშემატკივარს უფრო რომ გაუღვივოს აზარტი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ევროქაფის მხოლოდ ერთადერთი ანუ ჩემპიონი კლუბი ხდება ევროლიგის საგზურის მომპოვებელი.

FIBA Europe
ფიბას ზონა რომელიც ატარებს ევროპის ჩემპიონატს ქვეყნებს შორის (Eurobasket) და არა მარტო, თუმცა ვინაიდან კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ევროლიგა ULEB-ის ხელშია, საკლუბო დონეზე ფიბა ევროპას ორგანიზებისთვის რჩება ყველაზე წარუმატებელი და დაბალი დონის FIBA EuropeCup.

FIBA EuropeCup – fibaeurope.com/fibaeuropecup
მრავალჯერ სცადა ფიბა ევროპამ ამ ლიგის რებრენდინგი და განახლება, თუმცა დონე ისევ იგივე რჩება, სახელები კი წარმატებით იცვლება:
2003-2005 FIBA Europe League
2005-2008 FIBA EuroCup
2008-2014 EuroChallange
2015- FIBA EuropeCup

ყველაზე უახლოესმა მცდელობამ ამ სეზონში აიღო სტარტი როცა EuroChallange-ს სახელი გადაარქვეს და დაარქვეს FIBA EuropeCup სადაც 56 კლუბი მონაწილეობს გეოგრაფიული მასშტაბებით ყაზახეთიდან ირლანდიამდე, ან თუნდაც ისრაელიდან პორტუგალიამდე.

არსებობს ისეთი შემთხვევებიც, სადაც საკმაოდ მაღალი დონის კლუბები რომელიც თავისი ეროვნული ჩემპიონატის საბოლოო შედეგის მიხედვით ევროლიგის ან ევროქაფის საგზურს მიღმა რჩება ხოლო განაცხადს სწორედ ამ ლიგაზე აკეთებს და ავტომატურად ინაღდებს ფავორიტობასაც.

ამ ევროპის ყველაზე დაბალი კლასის ლიგაზე გამოსვლა მუდამ იყო ქართული კლუბების მცდელობის საგანი. გავიხსენოთ უახლოესი 10 წლიანი წარსული…

თავდაპირველად რუსთავის “ენერჯი ინვესტი” იყო 2007, 2008 წლებში რომელმაც საკვალიფიკაციო ვერც ერთხელ ვერ გადალახა.

30.10.2007 რუსთავი 77:87 ამსტერდამი
06.11.2007 ამსტერდამი 101:63 რუსთავი

ვერ უშველა “რუსთავის” გუნდს ამსტერდამის წინააღმდეგ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოყვანილმა ლეგიონერებმა: იოვან სტეფანოვმა, ანვარ ფერგიუსონმა და ბელტონ რივერსმა. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ეს იმიტომ რომ თანხები დაზოგილიყო.

14.10.2008 რუსთავი 81:110 სუმიხიმპრომი
21.10.2008 სუმიხიმპრომი 90:79 რუსთავი

ვერც შემდეგ წელს ვერ უშველა “რუსთავს” ასევე თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოყვანილმა ლეგიონერებმა ნიკოლა რადოიჩიჩმა, ბოიან ვუკადინოვიჩმა და პოლ მაკფერსონმა. ამჯერადაც თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე რა საკვირველია კვლავაც თანხების დასაზოგად.

შემდგომ საკვალიფიკაციოზე უკვე 3 წლის თავზე 2011 წელს “სოხუმი” იყო ძალიან ახლოს მიზანთან შინ დამაჯერებელი მოგებით, თუმცა… ყველას გვახსოვს.

04.10.2011 სოხუმი 94:78 მინსკი
11.10.2011 მინსკი 97:63 სოხუმი

პიერ პირსი, ფრენკ რობინსონი, მარკ სალიერსი და გრეგ სტიემსმა ჩინებულ ფორმაში იყვნენ და “მინსკიც” დამაჯერებლად 16 ქულით დაამარცხეს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო რასაც აღარ გავიხსენებთ იმიტომ რომ მოგვიანებით ისედაც ყველამ ყველაფერი გაიგო, გასვლითი მატჩი “სოხუმმა” მწარედ წააგო და დაემშვიდობა კიდეც ამ კიდევ ერთ ქართულ მცდელობას.

2011 წელსვე მოხდა უპრეცედენტო ფაქტი ქართულ კალათბურთში. “არმია” ევროჩელენჯის რეგულარულ სეზონში გავიდა. პირველად მოგვეცა შანსი ქართული კლუბისთვის შეგვერჩია ნამდვილი ვარსკვლავები: ჯერემი რიჩარდსონი, სანდიატა გეინსი, უილ ტომასი, გილერმო დიაზი, ბენ ვუდსაიდი, იოაკიმ შელბომი, მეტ ფრიჯი და კლიფ ჰოუკინსი. ქვეჯგუფში 3 მოგების და 2 წაგების შემდეგ შედგა ისტორიული მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში თურქულ “ბეშიქთაშთან”. ეს უკანასკნელი ამ დაბალი დონის ტურნირზე ანუ ევროჩელენჯზე იმიტომ გამოვიდა რომ მოეგო და მოიგო კიდეც იმ წელს, “არმია” კი 1 ქულით დაამარცხა თბილისში დევიდ ჰოუკინსის წყალობით.

ანუ 2011 წელს ეს დიდი “საკალათბურთო ბედნიერება” რასაც “არმიის” ევროჩელენჯის რეგულარულ სეზონში გასვლა ერქვა სულ რაღაც 3 საშინაო მატჩით შემოიფარგლა დაახლოებით 2,500,000 აშშ დოლარიც დაუჯდა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“. ანუ ქართველი გულშემატკივრისთვის და ისიც დავალებით ყვითელი ავტობუსებით მოყვანილი სამხედროებისთვის თითო საშინაო შეხვედრა ევროპის დაბალი კლასის ლიგაზე დაახლოებით 830,000$ დაუჯდა ქვეყნის ბიუჯეტს?!

ბოლო გაფართხალებაც “არმიის” შემდეგი რეგულარული სეზონი იყო 2012 წლის ევროჩელენჯის. ამჯერად მარკუს ფეისონი, კურტის მილიჯი, ლემეინ ვილსონი და იოაკიმ შელბომი იყო ქართული კლუბის დამრტყმელი ძალა. “არმიამ” ქვეჯგუფში 6-დან 6-ვე მატჩი წააგო და ევროპული კალათბურთის კარი გაიჯახუნა. რაღა თქმა უნდა ეს იმ გაქანების “არმია” აღარ იყო რაც წინა წელს – 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები დაემთხვა უბრალოდ.

ესეც ჩვენი ქართული საკალათბურთო კლუბების ევროპის ყველაზე დაბალი დონის ჩემპიონატში გამოსვლის მცდელობები.

სანამ ჩვენი კლუბისა და ვითიბი ლიგის თემაზე გადავიდოდეთ, აქ ცოტათი შევისვენოთ და ვისაც არ უნახავს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ვითიბი ლიგის 2015-16 საკალათბურთო სეზონში სპეციალური გადაცემა “TIME OUT”-ის 5-დან 2 რეპორტაჟს:

https://www.youtube.com/watch?v=y6Pj3H1jtn0

https://www.youtube.com/watch?v=DjPfNvBuv50

P.S. მოგვიანებით ჩვენ მიმოვიხილავთ როგორც ქრონოლოგიურად ასევე ცალკ-ცალკე სხვადასხვა დეტალებს თუ როგორ დაიწყო ჩვენი კლუბის აღდგენა, რა სირთულეებთან მოგვიხდა გამკლავება და როგორ მოვედით დღემდე. ვისაუბრებთ წარსულზეც და რაღა თქმა უნდა მომავალზეც. გულშემატკივრებს შეგიძლიათ მოგვმართოთ კითხვებით როგორც INBOX-ში ასევე კომენტარებში. მაქსიმალურად შევეცდებით დროულად და ამომწურავად გიპასუხოთ.

‪#‎ვითაჩვენიგუნდია‬

„ვითამ“ ამერიკელ ახალწვეულებთან ერთად იბრძოლა, თუმცა კვლავ წააგო

ვითიბი ერთიანი საკალათბურთო ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში თბილისის „ვითა“ ფინურ „ბაიზონს“ ეწვია. ამ შეხვედრაში თბილისელთა რიგებში ახალწვეულებმა, ამერიკელებმა ომარ თომასმა და ანდრე ჯონს-უმცროსმა ითამაშეს, თუმცა მეორე მეოთხედში მეტოქის კარგი თამაშის გამო, 16 ქულით – 73:89 დამარცხდნენ

ორივე გუნდმა მატჩი დიდი მონდომებით და მაღალ ტემპში დაიწყო – როგორც „ვითა“, ასევე „ბაიზონსი“ თავის შანსებს იყენებდა. „ვითა“ შეცდომებს ნაკლებად უშვებდა, შედეგად, 9 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ პირველი 10-წუთიანი პერიოდის ბოლოს ფინელებმა მდგომარეობა გამოასწორეს და მეოთხედი მხოლოდ 1 ქულით წააგეს. დიდი შესვენების წინ, ბოლო წამზე, მიკო კოივისტომ მოედნის ცენტრიდან ზუსტად ისროლა – მისი გუნდი მეოპრე მეოთხედის შემდეგ 50:42 იებდა.

მესამე მეოთხედის დასაწყისში „ვითა“ 12:4-ს იგებდა და, შესაბამისად, ანგარიშიც გაათანაბრა. ამ მონაკვეთში თბილისური კლუბის რიგებში გამორჩეული სწორედ ნახსენები ომარ თომასი იყო. მასპინძლები თამაშში მალევე დაბრუნდნენ, გადამწყვეტ მეოთხედში კი გამარჯვებულთან დაკავშირებული ყველანაირი კითხვა მოხსნეს.

შეხვედრაში საუეკთესო „ბაიზონსის“ ამერიკელი ფორვარდი მარტინ ზენო იყო, რომელმაც 26 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი პასიც მიითვალა. „ვითას“ შემადგენლობიდან 22 ქულით ომარ თომასი გამოირჩა.

სათქმელია, რომ „ვითამ“ ამ მატჩში 22 მოხსნა მიითვალა და ამ მაჩვენებლით სეზონის რეკორდი გაიმეორა.

შემდგეგ მატჩს ნიკოლაი მაზურსის გუნდი 16 იანვარს, კვლავ სტუმრად, ამჯერად „ოკტიაბრთან“ ჩაატარებს

„ბაიზონსი“ – „ვითა“ 89:73 (24:25, 26 :17, 17:16, 22:15)

მატჩის სრული სტატისტიკა

„ვითასთვის“ 2016 წელი სახლში 52-ქულიანი წაგებით დაიწყო

დღეს ვითიბი ლიგის რეგულარული ჩემპიოანტის მორიგ ტურში „ვითამ“ „სპორტის სასახლეში“ გათამაშებიც ცხრილის ერთ-ერთი ლიდერი სარატოვის „ავტოდორი“ მიიღო და ამჯერად 52 ქულით – 59:111 დამარცხდა.

სათქმელია, რომ თბილისელთათვის პაველ გოოგეს გათავისუფლების შემდეგ დღეს ლატვიელი ნიკოლაი მაიზურსის ხელმძღვანელობით ეს პირველი შეხვედრა იყო. ასევე „ვითას“ რიგებში ახალწვეულმა ბექა წივწივაძემ ითამაშა, ხოლო ახალი ლეგიონერები, ამერიკელები ომარ თომასი და ანდრე ჯონსი დღეს განაცხადში ვერ მოხვდნენ. სავარაუდოდ, შემდეგი მატჩისთვის მათი განაცხადში შეყვანა შესაძლებელი ინნება.

შეხვედრა „ვითამ“ სამქულიანით დაიწყო, თუმცა პირველი ემთხედის ბოლოს სტუმრებმა მოუმატეს და მეორე ათწუთიანი პერიოდის წინ უკვე 9 ქულით იგებდნენ, დიდი შესვენების წინ კი „ავტოდორი“ უკვე 27 ქულით (27:54) იგებდა. მესამე და ბოლო მეოთხედში რუსებმა უპირატესობის 52 ქულამდე გაზრდა შეძლეს და, საბოლოოდ, ანაგრიშით 111:59 მოიგეს.

15 ქულით „ვითას“ რიგებიდან საუკეთესო ვლადიმირ სტარატილევი იყო. გამარჯვებულთა შემადგენლობიდან 18 ქულით ევგენი კოლესნიკოვი გამოირჩა.

შეხვედრის სრული სტატისტიკა

„სპორტის სასახლეში“ მატჩის შესვენების დროს შუქი ჩაქრა

როგორც მოგახსენეთ, დღეს თბილისის „ვითასა“ და ჩეხუთ „ნიმბურკს“ შორის ვითიბი ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მატჩი გაიმართა, რომელიც სტუმრებმა ანგარიშით 59:119 მოიგეს.

დიდი შესვენების დროს „სპორტის სასახლეში“ შუქი ჩაქრა, პრობლემის მოგვარებას კი 15-20 წუთი დასჭირდა. საბოლოოდ, მესამე მეოთხედი დაგეგმილზე გვიან დაიწყო.

დარჩენილ დროში ორიდან ერთი ტაბლოს პრობლემაც გაჩნდა, რომელიც ნაწილობრივ მოგვარდა, თუმცა შეხვედრის ბოლომდე ორივე გუნდის მოთამაშე გვარების ნახვა შეუძლებელი იყო.

„ვითამ“ ჰენრის გარეშე 60 ქულით წააგო

ვითიბი ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში თბილოსის „ვითამ“ ჩეხური „ნუმბურგი“ მიიღო და აჯერად 60 ქულით – 59:119 დამარცხდა.

სათქმელია, რომ „ვითას“ განაცხადში დღეს გუნდის ლიდერი პიერია ჰენრი არ იყო. როგორც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ განაცხადა, ჰენრის გუშინდელი ვარჯიში გამოუტოვებია. მეტიც, ამერიკელი ერთ-ერთი გერმანული კლუბის განაცხადში აღმოჩნდა, ამიტომაც, სავარაუდოდ, მას თბილისელთა მაისურით, ალბათ, მეტს აღარ ვიხილავთ.

პირველი წუთები საკმაოდ სანახაობრივი და შედეგიანი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ „ნიმბურგმა“ მასპინძლებს ანგარიშში დაწინაურების საშუალება არ მისცა, „ვითა“ თავიდან ღირსეულად თამაშობდა და 1-2 ქულას აგებდა. სიტუაცია პირველი მეოთხედის ბოლოსკენ შეიცვალა და საბოლოოდ, მეორე ათწუთიანი პერიოდის წინ ჩეხებმა მეტოქეს 17 უპასუხო ქულა ჩაუგდეს.

სათქმელია, რომ დიდი შესვენების დროს „სპორტის სასახლეში“ შუქი ჩაქრა. პრობლემის მოგვარებას, დაახლოებით, 15-20 წუთ დასჭირდა, ამიტომ მეორე ნახევარი საკმაოდ გვიან დაიწყო.

თამაშის კონტროლი „ნიმბურგს“ შემდეგშიც გამოუვიდა. ჩეხები არ ჩერდებოიდნენ და მეტოქის ფარში არაერთ ქულას აგდებდნენ, მათ შორის სამქოლიანსაც. საბოლოოდ, სტუმრებმა თთ მეოთხედიო 10 და მეტი ქულით მოიგეს.

ყველაზე შედეგიანი გამარჯვებულთა რიგებიდან 16 ქულით მაქსიმ დე ზეუვი იყო. „ვითას“ მხრიდან 20 ქულით ირაკლი ჩლაიძე გამორიჩა. აღსანიშნავია ახალაგზრდა რუსი ლეგიონერის ვლადისლავ სტარატელევის თამაშიც – მან 17 ქულა დააგროვა.

„ვითა“ – „ნიმბურგი“ 59:119 (17:37, 12:24, 15:32, 15:26)

მატჩის სრული სტატისტიკა

შემდეგ შეხვედრას ქართლი კლუბი გასვლაზე ყაზახურ „ასტანასთან“ გამართავს.

„ვითას“ ლიდერი ვითიბი ლიგის თვის საუკეთესო ახალაგზრდა მოთამაშედ დასახელდა

თბილისის „ვითას“ უკანახაზელი პიერია ჰენრი ვითიბი ლიგის ნოემბერის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშერდ დასახელდა.

სეზონის ბოლოს ვითიბი-ს გაერთიანებული ლიგა საუკეთესო ახალაგზრდა კალათბურეთელსაც დაასახელებს, რომლის ასაკი 23 წლამდეა.

22 წლის ამერიკელმა გასულ თვეში ხუთი მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისი საშუალო მონაგარი 14,4 ქულას, 8,6 მოხსნას, 5,6 გადაცემას, 2,6 ჩაჭრასა და ეფექტურობის 18,2 ქულას შეადგენს.

„პირველ რიგში, ჩემს კლუბს მადლობას ვუხდი. ასევე ამას მწვრთნელებიც და თანაგუნდელებიც იმსახურებენ, რომლებიც მენდობიან და ჩემი სჯერათ. ჩემთვის ეს პრიზი მნიშვნელოვანია. შევეცდები, პროგრესი გავაგრძელო, რათა „ვითას“ მოგებაში დავეხმარო“, – განაცხადა ჰენრიმ.

„ვითას“ თავკაცის კომენტარი „ზენიტთან“ 51 ქულით განადგურების შემდეგ

კვირას თბილისის „ვითამ“ ვითიბი ლიგის მორიგი მატჩი გამართა – გასვლაზე ქართული კლუბი სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ შეხვდა და 51 ქულით – 101:50 განადგურდა. განვლილი შეხვედრა მატჩისშემდგომ პრესკოფნერენციაზე „ვითას“ მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ შეაფასა.

„ნებისმიერი მწვრთნელი, შედეგის მიუხედავად, გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თამაშით კმაყოფილი ან უკმაყოფილოა. ამ მხვრივ ჩემი ნამუსი სუფთაა. „ვითამ“ ის აჩვენა, რისი ჩვენებაც დღეს შეუძლია. შემადგენლობა და მომზადების დონე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ტაბლოზე აისახა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს მაქსიმუმზე ცუდად ვითამაშეთ ან უკეთესი კალათბურთის საჩვენებლად ვემზადებოდით, პირიქით, ამ მატჩში მაქსიმუმი ვაჩვენეთ. მიზანი მოთამაშეთა ფიზიკური ფორმის შენარჩუნება და საშინაო მატჩისთვის მომზადება იყო. სეზონი გრძელია – წინ კიდევ ბევრი მატჩია“, – განაცხადა გოოგემ.